თურქეთის ქალაქ ჰათაიში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს ნომრების მიხედვით დაკრძალავენ. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, საფლავის ქვები სახელების ნაცვლად ინომრება, რათა დაკრძალვის პროცესი დაჩქარდეს.
დაკრძალვის პროცესში გუბერნატორის თქმით, ლოცვა აღესრულება, ხოლო შემდეგ პროვინციის მუფთის მიერ დანიშნული რელიგიური მსაუხრების დახმარებით დაღუპულებს კრძალავენ.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა თურქეთსა და სირიაში 21 ათასს აჭარბებს.
კომენტარები