პრემიერი კობახიძე ანკარაში იმყოფება. საქართველოსა და თურქეთს შორის, ხელი მოეწერა საქართველო-თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ერდოღანმა მედიისთვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ერდოღანი გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც:
გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერმინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება” – აღნიშნა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა.
კომენტარები