• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურქეთში კუჭის ოპერაციის შემდეგ 3 ქართველი დაიღუპა

ალია ავტორი - ალია
10:50 03-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
437

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა – სამივე მათგანმა ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი – სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განუვითარდათ. ქართველ ექიმებს პაციენტების ხელმეორედ გაკვეთა მოუწიათ. ნანახი კი ქირურგებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ადამიანები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თურქეთში კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდათ. ბოლო პერიოდში კუჭის დაპატარავების ოპერაციებმა მნიშვნელოვნად მოიმატა – რა არის ამის მიზეზი.

“დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს,” – მისი შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია. ის თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.​

“ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ,” – ამბობს გარდაცვლილის დედა.

 

ბარიატრიული ქირურგიის აგრესიული რეკლამის წყარო სოციალური ქსელია. სწორედ ამ პლატფორმაზე ხდება ქართველი პაციენტების შეგროვება. კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს, ამიტომ მის ქართველ წარმომადგენელს დავუკავშირდით.

“პაციენტი როდესაც გავწერეთ იყო სრულიად ჯანმრთელი. ჩემგან ამაზე საუბარი არასწორია. კლინიკასთან დაგაკავშირებთ და იმათ გაესაუბრეთ,” – ამბობს თურქული კლინიკის ქართველი შუამავალი.

“კურიერ P.S.-ის” ჟურნალისტი კლინიკასთან არ დააკავშირეს.

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის გართულებით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.

“რაც ჩვენ ვნახეთ, მოჭრილი კი არა, პირდაპირ მოგლეჯილი იყო კუჭი. დაიწყო ნეკროზი, გაიხსნა მთლიანად კუჭი. ჩაუტარდა ყველაფერი, მათ შორის ოპერაციები, ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სეფსისიდანსამწუხაროდ ვერ გამოვიყვანეთ და პაციენტი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა იყო სხვა კლინიკებში. დღესდღეობით საქართველოში 8 პაციენტი არის, რომელიც გადის სტაციონარულ მკურნალობას გართულებებით. ძალიან ბევრი იყო, რომლებსაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, გაუკეთეს მათ ოპერაცია თურქეთში, არიან ცუდად. წინა თვეში 4 პაციენტი დავუბრუნე უკან კლინიკებში: ორი კახეკსიით, ერთს ჩვენ ჩავუდგით სტენოზი. წყლულებით წვანან პაციენტები, სისხლდენებით. ფორმა 100-ები რომ ნახოთ, იქ წერია მხოლოდ ოპერაციის დასახელება, პრაქტიკულად, მეტი არაფერი,” – აცხადებს ქირურგი დავით აბულაძე.

რა ეწერა თურქული კლინიკის ფორმა 100-ში, ხაჭაპურიძეების ოჯახმა მას შემდეგ შეამოწმა, რაც პაციენტი პოსტოპერაციული გართულებით დაიღუპა. 57 წლის ხვიჩა ხაჭაპურიძე, სამსუნის კლინიკიდან, ოპერაციიდან მესამე დღეს გაწერეს. პაციენტმა ოპერაციის შემდეგ, ავტობუსით, კლინიკის ქართველ შუამავალთან ერთად იმგზავრა.

ქართველ ექიმებს გადაღებული აქვთ პოსტოპერაციული გართულებები, თუ რა მდგომარეობაში იყო ჭრილობა.

ამ ოპერაციას ატარებენ საქართველოშიც, გართულებებისგან დაზღვეული პაციენტები არც აქ არიან.

ე.წ. კუჭის დაპატარავება ბოლო პერიოდის ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა. ის, ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, უკიდურესი გამოსავალია, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ოპერაციად ითვლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved