• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
10:36 02-20-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წელია, რაც ძირითად ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული.

მედიის ცნობით, ულუდაგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სამართალდამცავებმა ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ალიჯან ულუდაგს ბრალად ედება „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“, „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ და „თურქული ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფა“.

ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სოციალურ ქსელში „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც თურქეთის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

ალიჯან ულუდაგის „დოიჩე ველეს“ გენერალური დირექტორი ბარბარა მასინგი გამოეხმაურა.

„ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ალიჯან ულუდაგი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც კორუფციის შესახებ რეპორტაჟებს აშუქებს. მას ძალიან კარგი კავშირები აქვს და მნიშვნელოვან წყაროებზე აქვს წვდომა, რაც მას მთავრობის თვალში საშიშს ხდის. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს, როგორც სერიოზულ დამნაშავეს ექცევიან, 30 პოლიციელს მიჰყავს, განზრახ დაშინების აქტს წარმოადგენს. ჩვენი კოლეგა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მასინგმა.

„დოიჩე ველე“ მჭიდრო კონტაქტშია კოლეგის ნათესავებთან, ადგილობრივ ადვოკატებთან და თურქეთში მოქმედ სხვა შესაბამის ორგანოებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved