• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურქეთში დაგვიბარეს ქართველმა “ქურდებმა”, გვცემეს და “პადვალში” ჩაგვკეტეს – ვის გვარებს ასახელებენ სკანდალური ჩვენებებში

ალია ავტორი - ალია
22:31 10-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,064

რუსთავი2–ის ინფორმაციით, გიორგი ნამგალაძეს ე.წ. კანონიერი ქურდები ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ის ოქროს მონეტების გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნამგალაძე წერს, რომ მისი ორი ნაცნობი საქმის გასარჩევად თურქეთში დაიბარეს, სცემეს და სარდაფში გამოკეტეს. დაკითხვის ოქმში ნახსენებია ჯეირან კინწურაშვილი, მეტსახელად “ხონსკი“ და მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. “კურიერი” ამტკიცებს, რომ მას აქვს “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები:

გიორგი ნამგალაძის ჩვენება: “დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მე დამირეკა რამაზ გიორგაძემ “ვოცაფში“, ვიდეო ზარით. ტელეფონი ეჭირა მამაკაცს, რომელმაც მითხრა, რომ იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი. საუბარში მან თქვა, რომ ამირან ჯაფარიძე და რამაზ გიორგაძე იყვნენ ნაცემები და დამწყვდეული ჰყავდა “პადვალში“. ასევე ვიდეო ზარის მეშვეობით საუბრობდა მინდია ლავასოღლი. მან დამიწყო გინება და უშვერი სიტყვებით მოხსენიება. ასევე მკითხა თუ სად ვცხოვრობდი, რათა ჩემთან გამოეგზავნა თავისი ხალხი საცემად. მე შემეშინდა და მისამართი არასწორად ვუთხარი”.

რამაზ გიორგაძის ჩვენება: “მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ხოფაში, ე.წ. “კანონიერ ქურდთან”, ჯეირან კინწურაშვილთან. იქ “სკაიპით” ჩაერთო ლავასოღლი, რომელმაც თქვა – ქურდებს როგორ გვატყუებ, მიაღებინეთ მას რაც ეკუთვნისო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფმა ამირან ჯაფარიძეს მარჯვენა ხელი გაარტყა სახეში”. 

ამირან ჯაფარიძეს და რამაზ გიორგაძეს, რომლებსაც თურქეთის ქალაქ ხოფაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხვა რამდენიმე პირთან ერთად საქართველოში ოქროს მონეტები უნდა შემოეტანათ. თანხა ბათუმელმა ოქრომჭედელმა, ლევან აბულაძემ გადაიხადა. საბოლოოდ მონეტები ყალბი აღმოჩნდა, მასში გადახდილი 92 ათასი დოლარი კი სადაო გახდა. შავმა სამყარომ საქმის გასარჩევად მხარეები საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში დაიბარა და მათ ნაწილს, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ოქროს მონეტების საქმეში სულ ცხრა ბრალდებულია. მათი ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. სცემეს თუ არა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ოქროს მაძიებლები? ჩვენებების მიუხედავად, ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

თეგები: თურქეთიკანონიერი ქურდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved