საქართველოში თურქეთიდან 25 ტონა კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც კარტოფილის კიბო დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ — კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
კომენტარები