სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
გელათის გადახურვაში – ნაგავი;
ჯარისკაცების საჭმელში – მატლები;
ბავშვებისთვის წართმეული ლუკმა და მომავალი. ყველგან კორუფცია, არსად – ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვა.ოცნება მხოლოდ ბავშვებს კი არ პარავდა თურმე ბაღების ასაშენებელ და კვებისთვის განკუთვნილ თანხებს, მხოლოდ ჯარს კი არ ძარცვავდნენ და წამლავდნენ, არამედ, ასევე, ამ წლების მანძილზე გელათსაც ანადგურებდნენ.
2021 წლის მარტში, თეა წულუკიანმა, როგორც კულტურის მინისტრმა ისე გადაიბარა გელათი. მინისტრობიდან 1 წლის თავზე, საპატრიარქოს მიერ მოწვეული ექსპერტების ანგარიშში ეწერა, რომ კედლის მხატვრობის დაზიანება აქტიური და მძიმე იყო.
„დასავლეთ მკლავს ჰქონდა ძალიან რთული ბზარი, რომელზეც თავის დროზე ისე ჩატარდა სამუშაოები, არც დააფიქსირეს, ისე გადაასხეს დუღაბი და დააფინეს კრამიტი. 2021-2022 წლებში დასავლეთი მკლავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო სისველის გამო, მხატვრობა ზიანდებოდა და აუცილებელი შეიქნა კრამიტის ახდა, რათა მკლავი ამომშრალიყო.“ – განაცხადა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა
მეცნიერები შემაშფოთებელს უწოდებდნენ იმ გეგმას, რასაც წულუკიანის მიერ დაქირავებული რესტავრატორთა ჯგუფი ახორციელებდა. რამაც კიდევ უფრო დააზიანა ფრესკები. ოცნება ამ კრიტიკულ ანგარიშს, დიდი ხნის მანძილზე ასაიდუმლოებდა.
მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორს ნიკოლა ბერლუკის, რომელსაც ჯამში 400 კულტურული მემკვიდრეობის დიდი და მცირე ძეგლი აქვს აღდგენილი, გელათის მთავარ გადახურვაში ზონდაჟების გაკეთება მოუთხოვია, რამაც თურმე კატასტროფული შედეგები გამოავლინა.
„როცა ყველა მთავარ გადახურვაზე, მკლავებზე, ფერდზე ზონდაჟები გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ გადახურვის ქვეშ შემავსებლად ყველანაირი ნაგავი იყო გამოყენებული. მაგალითად, ერთ მკლავში მიწასთან აზელილი ნამტვრევი აგურები.“ – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.














კომენტარები