ირაკლი კობახიძესა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს მზიურის და შპს აგროჰაბის დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, “ფასების შემცირება შესაძლებელია.“
„ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, ფასების შემცირება შესაძლებელია. ფასნამატი და ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის სხვანაირად არის, რადგან ლოჯისტიკური და სხვადასხვა ხარჯი არსებობს. ჯერ არანაირი ზღვარი არ დაუწესებიათ და თუ დააწესებენ მერე ვილაპარაკოთ, – ამბობს ის.














კომენტარები