• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ვინმეს სჭირდება ამჟამად ომის დასრულება სწორედ რუსეთია” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:51 04-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

ძალოვანი სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ნიკოლეიშვილი:

 

“რუსეთ-უკრაინის ომი გარკვეულწილად შესაძლოა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდეს, რომლის მიზეზიც ბევრ გარემოებაზე დამოკიდებული. მათ შორის მნიშვნელოვანია თუ როდის ჩათვლიან მხარეები, რომ შეიძლება რაღაც სახის შეთანხმებისკენ წასვლა. თუ უკრაინის პოზიციას ავიღებთ, თავს იცავს აგრესორისგან და მისი ბრძოლა რუსული ჯარის თავის ტერიტორიიდან გასადევნად სავსებით ლეგიტიმურია, სხვა საკითხია რა დრო დაჭირდება მას ამისთვის და რა მსხვერპლის ფასად, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ უკრაინა თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან რომელიც მის ქვეყანაში შეიჭრა და არა პირიქით.

სულ სხვა მდგომარეობაშია, რუსეთი: ვის ვის და თუ ვინმეს სჭირდება ამჟამად ომის დასრულება სწორედ რუსეთია.

ოღონდ ამისათვის რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სურს რამენაირად თავი წარმოაჩინოს თავი გამარჯვებულად. ეს გამარჯვება კი დამაჯერებლად უნდა ჩანდეს პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობისათვის. დასავლეთ რას და როგორ აღიარებს, ეს მისთვის მეორე ხარისხოვანია, მითუმეტეს მაინც ფიქრობს რაღაც ეტაპზე მათთან რაღაც სახის ურთიერთობა მაინც აღსდგება, დანარჩენი კი დროის საკითხია. დროის ფაქტორს თუ სხვა კუთხით შევხედავთ, რუსეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 9 მაისი ახლოვდება.

მოგეხსენებათ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის, 9 მაისი არ არის მხოლოდ სამამულო ომში გამარჯვების დღე (მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის, ევროპაში საომარი მოქმედებები, ვერმახტის კაპიტულაციით, 1945 წლის 8 მაისის , ხოლო იმავე წლის 2 სექტემბერს კი იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა). 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტისთვის დიდი დატვირთვა აქვს: როგორც წესი, ტრადიციულად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, რასაც თან მოსდევს სამხედრო აღლუმი, რომელიც ერთ მხრივ რუსეთის სამხედრო პოტენციალის დემონსტრირებაცაა. ახლა წარმოვიდგინოთ წლევანდელი 9 მაისი, თუკი რუსეთს სამხედრო წარმატება უკრაინაში მიღწეული არა აქვს, რა უნდა თქვას, პუტინმა, რომ ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში მაგრამ ჯერ არ გაგვიმარჯვიაო, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთო? ეს ხომ ფაქტობრივად მისი მხრიდან მარცხის ირიბი აღიარება იქნება?

რაც არ უნდა თქვას, რომ უკრაინა NATO-ში არ წევრიანდება, რომ რუსეთს წინააღმდეგ უკრაინას მთელი დასავლეთი ეხმარება, რომ ლუგანსკი და დონბასის „ძმური და მეგობრული რესპუბლიკების დაჩაგვრის” საშუალება არვის არ მისცა და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ყველაფერი წყალში ეყრება! სამხედრო აღლუმის წინ რუსეთი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ვერ ამბობს იმას რომ გამარჯვება-სამხედრო წარმატება მიღწეულია, რაც რუსეთის ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს სახელს სერიოზულად ანგრევს (სულ რომ არ გავიხსენოთ, უკრაინის მიმართ თავდაპირველი სამხედრო გეგმების იძულებით შეცვლა როგორ მოუწია!). სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ჩნდება აბსოლუტური ლოგიკური აზრი იმის შესახებ, რომ 9 მაისისთვის რუსეთი შეეცდება მაქსიმალური გარდატეხა შეიტანოს ომის მსვლელობაში, გამოიყენებს ყველა სახის შეიარაღებას და ტექნიკას (ცოცხალი ძალის დანაკარგებზე მაინცდამაინც არ ინერვიულებს).

პუტინს სურს მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც მის მოსახლეობას ცალკე და ცალკე მის მოწინააღმდეგეებს დაარწმუნებს იმაში რომ რუსეთი არათუ მარცხდება, არამედ გარკვეული სერიოზულ სამხედრო წარმატებას მიაღწია, რაც მისთვის ვიმეორებ გამარჯვების ტოლფასია. ეს ყველაფერი კი მაფიქრებს, რომ 9 მაისამდე რუსეთ-უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე ძალიან მძიმე და სასტიკი ბრძოლები იქნება, შესაძლოა გარკვეულწილად გადამწყვეტიც, ვის სარგებლად კი ამას დრო გვაჩვენებს.”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved