• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ვინმემ იცის ნიკას ხასიათი, პირველ რიგში თეა წულუკიანია” – რას ამბობს ანზორ მელია წულუკიანზე და ივანიშვილზე

ალია ავტორი - ალია
14:41 05-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,539

კოალიცია ცვლილებების წევრის, ნიკა მელიას მამა, ექიმი, ანზორ მელია სასამართლოსთან დგას, თუმცა, პროცესზე შესვლას არ აპირებს, რადგან შვილმა მისი ცრემლი არ დაინახოს. იგი ტვ პირველთან ამბობს:

ნიკა ვერ იტანს ჩემს შეწუხებულ სახეს და მაგიტომ არ შევდივარ. უცებ მოგვამზადა მშობლები, მოამზადა მისი პატარა ბიჭი, რომელმაც ისე ვაჟკაცურად მიიღო, გავოცდი, თქვა უბრალოდ,  რა იქნებოდა პირველში დაეჭირათო, რატო-მეთქი? ფეხბურთისთვის უნდა გვეყურებინა ერთად ოფისშიო. მე ვუთხარი წაგიყვან-თქო და მითხრა, ნიკასთან ერთად მინდოდა, თორემ, ოფისი ისე რა ჭირად მინდაო…

მე ასეთი განერვიულებული ნიკას მეუღლე არ მინახავს, როგოროც გუშინ იყო, მაგრამ გავძლებთ, ოჯახს არაფერს მოვაკლებ. ერთად ვიქნებით, ოჯახს არაფერს მოვაკლებ, გვერდით დავუდგები, სანდრო ძალიან კარგი ბიჭია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამის ციხეში ყოფნა არ დავატყო ოჯახს.

თუ ვინმემ იცის ნიკას ხასიათი, პირველ რიგში თეა წულუკიანია, რომელთან ერთადაც მუშაობდა, წულუკიანი იყო მისი დამცველი იმ პერიოდში, არ უნდა გაეკეთებიათ ეს, ნიკა გამქცევი არ იყო, ნიკა აცხადებდა, რომ ამ სასამართლო პროცესზე არ მიდის იმიტომ, რომ არ უნდოდა ხალხი შეეწუხებია. არ უნდა გაეკეთებიათ ეს, ამითი თვითონ მოიჭრეს თავი, ვისაც არ უნდოდა აქციაზე გასვლა, ისინიც გამოვლენ აწი, ნახავთ.

შტურმით რომ აიღეს ნაციონალური მორაობის ოფისი, მაშინ მკვდარი ვიყავი, სამი დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი, ახლა მორალურად მოგვამზადა, ისეთი ძლიერი პიროვნებაა. ამდენი წლის ექიმი ვარ, განა არ შემეძლო დამეფარა გირაო? ამიკრძალა. დღესაც მოვიდნენ პაციენტები, შემომთავაზეს დახმარება.

მე ჩემს შვილს ბოდიში მოვუხადე და ახლაც ვუხდი, გული ვატკინე ძალიან 2012 წელს, როდესაც ივანიშვილის გამო წავიჩხუბეთ ძალიან სერიოზულად. 

ივანიშვილს უნდა დიდხანს ყოფნა იმ ადგილზე სადაც არის, შეცვალოს პოლიტიკა, ევროკავშირი, ამერიკა რასაც ითხოვს, ის შეასრულოს, ეს პატიმრები, 20–21 წლის ბიჭები გაათავისუფლოს, არჩევნები დანიშნოს, ოღონდ ნორმალური და იყოს რა, მე რას მიშლის ვინ იქნება მთავრობაში, მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი, დაძაბულობა არ იყოს და ერთმანეთი გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved