• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატობას – საქართველოა, განსხვავებით უკრაინისგან…” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:21 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

ყოფილი მაღალჩინოსანი, ძალოვან სტრუქტურებში, ლევან ნიკოლეიშვილი:

“”ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოსთან დაკავშირებით, მოგვცემენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს, მანამდე კი არ წყდება „ვნებათაღელვა“ ამ საკითხის გარშემო. მოდით საღი თვალით შევხედოთ სიტუაციას და რამდენიმე შესაძლო სცენარი განვიხილოთ:

1. ძალიან კარგია თუ სამივე ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას მისცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს;

2. თუ ვინმე იმსახურებს წევრობის კანდიდატობას, სწორედ საქართველოა, და განსხვავებით უკრაინისგან, სადაც ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, და როგორ დასრულდება ეს ომი ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის. აქვე თუ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, დავესესხებით, უკრაინაში ჯერ ომი უნდა დასრულდეს, შემდეგ ქვეყანაში აღდგენით პროცესები წავიდეს და შემდეგ რეფორმებიო..

3. თუ ვინმე იმსახურებს წევრობის კანდიდატობას, სწორედ საქართველოა, და განსხვავებით მოლდოვისაგან, რომელიც სხვათა შორის ჯერ კიდევ დსთ-ს წევრი ქვეყანაა და არც ამ ორგანიზაციის დატოვებას ჩქარობს;

4. კრიტიკას ვერ უძლებს ოპოზიციისა და მათი უცხოელი ლობისტების მოღალატეობრივი მცდელობა, რომ რამენაირად საქართველოს წევრობის კანდიდატობის მიღებაში ხელი შეუშალონ. ერთი, რომ არ გინდა „ქართული ოცნებას“ წარმატება ჩაეთვალოს, და მეორე რომ რეალურად ხელს უშლი შენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

5. ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება, რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი და მიიღოს სხვამ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ დასავლეთი, დაუშვებს ძალიან დიდ შეცდომას, რითაც ხელს შეუწყობს რუსული ინტერესების და გავლენის გაძლიერებას საქართველოში. ხოლო ოპოზიციას უსაფუძვლო ჭიჭყინ-კივილის საშუალებას მისცემს.

და ბოლოს, ჩვენ არ ვართ ის ხალხი და ის ქვეყანა, რომელიც ასე ადვილად შეეგუება ან „მარცხს“ ან უსამართლობას. ვერცერთ სცენარის შემთხვევაში კატასტროფას ვერ ვხედავ, უბრალოდ ერთი კი ნამდვილად უნდა ვიცოდეთ ეს იქნება უსამართლობა, რომლისაც არც გვეშინია და არც შეგვეშინდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკისა თუ უსაფრთხოების გაძლიერებას, ვინაიდან ეს ყველაფერი ჩვენს ინტერესებშია. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა და ნებას ეს უკვე დასავლეთის გასაწყვეტია, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო კი, იყო, არის და იქნება მუდამ!”
თეგები: ევროკავშირილევან ნიკოლეიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved