• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“ – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:20 10-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების საკითხზე კომენტარი გააკეთა. პაპუაშვილის განცხადებით, საჯარო სივრცეში უხამსობა მიუღებელია და შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სწორედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს:

„თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს — მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს.

ჩემს გამო არა და მე არ ვადევნებ ამას თვალყურს. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას არ ჰქონდეს ადგილი და შსს-ში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე, რომ როდესაც ასე გადაწყვეტილებები დგება ხოლმე, ადრესატებმა არც იციან ხოლმე ხშირად და პოსტფაქტუმ იგებენ, რომ მათთან კავშირში იყო ის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში. მე ამიტომ ნაკლებად ვინტერესდები კონკრეტული საქმეებით, მე ერთადერთი კონკრეტული საქმით ვარ დაინტერესებული – ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რომ არის გერმანიაში სოცმედიაში შეურაცხყოფის გამო. ეს საქმე მაინტერესებს და მივადევნებ თვალყურს და ასევე, საინტერესოა გერმანიის კანცლერის მიერ შეტანილი საჩივარი, სადაც მან პირადად შეიტანა საჩივარი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენთან სხვანაირად არის სისტემა.

ეს რამე ახალი კი არ არის, ათწლეულებია ეს პრინციპი მოქმედებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა არის დაუშვებელი. მგონი, ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს. ადამიანურადაც ასეა და კანონმდებლობითაც ასეა. სიძულვილს ვინც აქეზებს, კი ვნახეთ ჩვენ ევროკავშირის ელჩი, როგორ ცეკვავდა სიძულვილის გამავრცელებელი ხალხის დაკრულზე. ასე რომ, მესმის, როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს და აჩვენოს, რომ მას მეტი სიძულვილის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სხვას. მოაწონონ თავი ევროკავშირის ელჩს თუ უნდათ, საქართველოს კანონმდებლობით ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ.

სოცმედიაშიც უხამსობა არის შემცირებული, მე მგონი ეს ყველას ინტერესშია უხამსობა, ლანძღვა – გინება არ იყოს საჯარო სივრცეში. არანაირი კავშირი აზრის გამოხატვასთან, უხამსობას არ აქვს და ის არ არის დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ყველას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ იყოს უხამსი, იყოს სიძულვილის ენის მატარებელი, გადაწყვიტოს, რომ ლანძღვა-გინებით იყოს დაკავებული, მათ შორის ვახო სანაიას შეუძლია იყოს უხამსი, უბრალოდ ამაზე პასუხი არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასე რომ, თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved