• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ტრამპი ამაზე უარს იტყვის, მისი კარიერა ბევრად სწრაფად დასრულდება” – სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:41 01-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
381

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“თუ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მომიტინგეებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს” – ტრამპის ეს პოლიტიკურად და მორალურად არასწორი განცხადება მთელმა მსოფლიომ ანალიზის გარეშე მიიღო. რატომ? იმიტომ რომ მანამდე, 20 ათასი ადამიანის მკვლელობის, საავადმყოფოებში დაჭრილების დახვრეტის ფონზე, დაკავებულ მომიტინგეთა საჯარო ჩამოხრჩობაზე ინფორმაციამ 26 წლის ახალგაზრდა კაცის ფოტოთი ემოციურად ყველაფერი გადაფარა. ამას მოჰყვა, ისევ და ისევ პროტესტანტთა ხოცვა-ჟლეტის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება რომ არანაირი ჩამოხრჩობა არ იგეგმებაო, რაც ტრამპმა უკან დახევად და მისი ულტიმატუმის შესრულებად ჩათვალა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია სიკვდილმისჯილთა ბრალის გადაკვალიფიცირებაზე, რაც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 20 ათასამდე პროტესტანტის დახოცვა და საავადმყოფოებში დაჭრილების ჩაცხრილვა კი იმით აიხსნა რომ ირანის ხელისუფლება ტერორისტებს ესროდა და არა მომიტინგეებს.
რას მოიმოქმედებს ამჯერად ტრამპი – დაკმაყოფილდება ირანის ხელისუფლების ამ ცინიზმით სავსე განცხადებებით და აღარ მიიღებს მკაცრ ზომებს მათ წინააღმდეგ თუ დაეხმარება ირანელ ხალხს ტირანიის დამხობაში – ტრამპის ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ირანის რეჟიმი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება საერთაშორისო არენაზე. დიახ, საერთაშორისო არენაზე და არა თვითონ ირანში, რადგან ირანელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლა ტრამპის იმედის ამარა არ დაუწყია და ამიტომ ვერც მასში იმედგაცრუება შეაწყვეტინებს ბრძოლას. უბრალოდ ტრამპის გაჩერების შემთხვევაში ირანელი ხალხი მარტო დარჩება ამ ბრძოლაში და მის მიტოვებაზე პასუხისმგებელი იქნება აშშ, ქვეყანა, რომელიც ამ წუთამდე ითვლება თავისუფლების, დემოკრატიის კერად და ამ ღირებულებების დამცველად მთელს მსოფლიოში. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ტრამპი უარს იტყვის ირანელი ხალხის დახმარებაზე რეჟიმის დამხობაში, ამით ის ირანელ ხალხს საბოლოოდ ბრძოლას ვერ შეაწყვეტინებს, მაგრამ თავად მისი კარიერა ბევრად სწრაფად დასრულდება, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია, რადგან ამერიკა თავის ისტორიულ მისიაზე უარს არც ერთი პრეზიდენტის გამო არ იტყვის.

თავისუფლება და გამარჯვება ირანელ ხალხს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved