• რეკლამა
  • კონტაქტი
10:47, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ თქვენთან ახლოს არის მაღაზია, რომელშიც ხშირად დადიხართ, თუმცა, დიდხანს არ არის ისეთი პროდუქტი, რომელიც გჭირდებათ, რას იზამთ?“ – რას უყვება „ალიას“ გედევან ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
17:38 07-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
519

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედი ფოფხაძე.

– ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მეორე წერილი დაწერა და ამჯერად, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს მისწერა და ჭკუა დაარიგა. წერილის შინაარსზე აღარ შევჩერდები, გადაიღეჭა ეს თემა. რატომღაც მგონია, რამდენიმე დღეში  ღარიბაშვილი ერთ წერილსაც დაწერს ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახელზე  და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე უარს იტყვის, უარის მიზეზს კი ევროკავშირის მესვეურთ დააბრალებს. საერთოდ თავი დაგვანებეთ, აღარ გვინდა ეგ სტატუსიო, ეტყვის. შესაძლებელია ასე მოხდეს?

– ღარიბაშვილს ამ წერილებით რისი მიღწევა უნდა საბოლოოდ, მე არ ვიცი. რეალურად შედეგი ის არის, რომ კიდევ უფრო ღრმავდება დაპირისპირება ჩვენსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის. ეს წერილები ჩვენთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრემიერმა პასუხი უნდა გასცეს იმ ათეულ ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსთაველზე შეიკრიბნენ ევროკანდიდატობის სტატუსის მოთხოვნით. ეს ამ ხალხს უნდა ევროპული მომავალი. თუ ღარიბაშვილი ასეთ პოზიციას დააფიქსირებს ევროკავშირის მიმართ, მათთვის ეს პრობლემა არ იქნება. არ გინდა ევროპასთან ყოფნა და ნუ იქნები მასთან, დაგიქნევენ ხელს და გააგრძელებენ თავის საქმიანობას. ქართველ ხალხს რა პასუხი უნდა გასცეს მთავრობამ, რომელმაც ვერაფერი გაუკეთა, ვერც სამუშაო ადგილები შექმნა, ვერც ეკონომიკური ზრდა  მოახერხა. ის ციფრები, რომლითაც ისინი ჟონგლიორობენ, ვითომ ეკონომიკური წინსვლაა ქვეყანაში, სიცრუეა. ცხოვრების დონე ძალიან დაბალია, ეს ყველამ იცის. მე მიმაჩნია, რომ ხალხის წინაშე ასეთი უკმაყოფილო საქციელი პოლიტიკოსისთვის, პრემიერისა და მისი მთავრობისთვის დაუსჯელი არ დარჩება.

– „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ფაქტიურად, ევროკავშირის ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს გადააბრალეს საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, ამ პროცესის ჩაშლა. კარლ ჰარცელი 4 წელი იყო ელჩი და მის მიმართ ერთი კრიტიკული შენიშვნა არ დასცდენიათ. წავიდა და ერთ კვირაში უკადრისი აკადრეს. რატომ ჰგონიათ ხალხი ასეთი ბრიყვი, რომ ამ სისულელეს დაიჯერებს, როდესაც ოთხი თვეა ხელისუფლებისგან ევროკავშირის, მისი ხელმძღვანელობის  კრიტიკის და ლანძღვის  მეტი არაფერი გაგვიგია?

– კარლ ჰარცელის მიმართ ასეთი შეფასებები არაკორექტულია და არანაირ დიპლომატიურ სტანდარტში არ ჯდება. ადამიანი ტოვებს ელჩის პოსტს, ქვეყანას, აქედან მადლობებით მიდის და შენ ლანძღვა და შეურაცხმყოფელი პრეტენზიები დააწიე. კარლ ჰარცელზე ეს უსაფუძვლო, ჰაერიდან მოტანილი ბრალდების გამო თავდასხმა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ  ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა  ქვეყნისა და ხალხის წინაშე არ აქვს.შეუძლია, კონფლიქტში შევიდეს ყველასთან, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან. ეს იმის მანიშნებელია, რომ ან ჩვენ დროზე უნდა ვიპოვნით ხელისუფლება, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა ექნება, ხელისუფლებაში მოვლენ ხალხის მსახურნი და არა ხალხზე ბატონობის მსურველი ადამიანები. ანდა, ქვეყანა შევა ისეთ ჩიხში, რომელიც ხალხს ძალიან დააზარალებს. მე მგონია, რომ ამ ცვლილებებისთვის უნდა იბრძოლოს ხალხმა, სხვა გამოსავალი არ არის.

– კი, ბატონო, უნდა იბრძოლოს ხალხმა და მაგის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვინ უნდა წარუძღვეს ხალხს ამ ბრძოლაში? ალბათ, პოლიტიკოსები. გამოვიდა ხალხი გარეთ, საბრძოლველადაც მზად იყვნენ და უკან, სახლებში დაბრუნდნენ. გეგმა აქვს პოლიტიკურ ოპოზიციას, როგორ უნდა იბრძოლოს ხალხმა და ამ ბრძოლის შედეგები, სავარაუდოდ მაინც გათვლილი აქვს? ყველაზე უარესიც და უკეთესიც?

– იცით, რა არის? მე ამ შემთხვევაში ოპოზიციის გეგმაზე ნაკლებად ვაკეთებ გათვლას. მიმაჩნია, რომ არის საზოგადოებრივი მოთხოვნა და ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ეს მოთხოვნისა და მიწოდების კანონითაც არის განპირობებული. ხალხს უნდა ცვლილებები და უნდა წესიერი პოლიტიკური სპექტრი. თუ არსებული პოლიტიკური სპექტრი ვერ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რასაც საზოგადოება მას უყენებს, ხალხი დაიწყებს ვიღაცის ძებნას, ვინც ამ მოთხოვნებს შეუსრულებს ან ამაში დაეხმარება და ადრე თუ გვიან იპოვნის. ეს, ჩემი აზრით, არის კანონი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისა და ამ კანონის აღსრულება მაინც მოხდება.

– შესაძლოა, ხალხმა ახალი ლიდერები მოძებნოს თავის წრეში და პოლიტიკოსებს ისინი ჩაანაცვლებენ?

– რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში, საზოგადოება მიზნის მისაღწევად თავისას გააკეთებს. თუ თქვენთან ახლოს არის მაღაზია, რომელშიც ხშირად დადიხართ, თუმცა, საკმაოდ დიდხანს ამ მაღაზიაში არ არის ისეთი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ. რას იზამთ? ცხადია, თავს დაანებებთ ამ მაღაზიას და დაიწყებთ იმ მაღაზიის ძებნას, სადაც ის პროდუქტი ექნებათ. ეს გამომდინარეობს ადამიანის ქცევის ლოგიკიდან.

თეგები: გედევან ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved