• რეკლამა
  • კონტაქტი
16:56, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ თქვენ მოიხმართ კანაფს, ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს ქირურგიულ პროცედურამდე” – ახალი გაიდლაინი – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
23:53 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:

 

ინფორმაცია ყოველი შემთხვევისათვის

თუ თქვენ მოიხმართ კანაფს, თქვენმა ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს ქირურგიული პროცედურის ჩატარებამდე, ამერიკის რეგიონული ანესთეზიისა და ტკივილის მედიცინის საზოგადოების (ASRA) ახალი გაიდალინების მიხედვით.

ამ გაიდლაინების მიხედვით ყველა პაციენტს, რომელსაც სჭირდება პროცედურები, რომლებიც საჭიროებენ ადგილობრივ ან ზოგად ანესთეზიას, უნდა ჰკითხონ, რამდენად ხშირად და რა ფორმით იყენებენ ისინი კანაფს.
ახალი გაიდლიანების ერთი მიზეზია ის რომ როგორც აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პაციენტი შეიძლება იყენებდეს კანაფს ტკივილის შესამსუბუქებლად, კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულ მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ მეტი და ძლიერი ტკივილი და გულისრევა ოპერაციის შემდეგ, არანაკლებ, და შეიძლება დაგჭირდეთ მეტი მედიკამენტი, მათ შორის ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები ამ დისკომფორტის სამართავად.

ახალი რეკომენდაციები შეიქმნა 13 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტის მიერ. კომიტეტში შედიოდნენ ანესთეზიოლოგები, ქრონიკული ტკივილის ექიმები და პაციენტის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
გაიდლაინის ავტორებმა რომელიც 21 რეკომენდაცია მოიცავს თავისი არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინეს მრავალი კვლევის შედეგები. მათ შორის ერთი, რომელიც აჩვენებს, რომ კანაფის ხანგრძლივი მოხმარება ასოცირდება პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების სიხშირის 20%-ით ზრდასთან, რაც ქირურგიული პაციენტების წამყვანი ჩივილია. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის მოხმარება დაკავშირებულია მეტ ტკივილთან და ოპიოიდების გამოყენებასთან ოპერაციის შემდეგ.

სხვა რეკომენდაციები მოიცავს არჩევითი ოპერაციის გადადებას მინიმუმ 2 საათით იმ შემთხვევაში თუკი პაციენტმა მოწია კანაფი, გულის შეტევის გაზრდილი რისკის გამო. ასევეა რეკომენდაცია ვენტილაციის პარამეტრების კორექტირებისა ოპერაციის დროს კანაფის რეგულარული მწეველებისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის მოწევა შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის იშვიათი გამომწვევი მიზეზი და ასოცირდება სასუნთქი გზების ანთებასთან და თვითგამოცხადებულ რესპირატორულ სიმპტომებთან.

ახალი გაიდლაინების მნიშვნელობა იმითაც არის განპირებებული რომ სამედიცინო პროვაიდერთა დიდ უმრავლესობას ნამდვილად არ აქვს წარმოდგენა კანაფის შესახებ და რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის სხეულზე. მათ შორის იმაზე რომ მას შეუძლია ურთიერთქმედება სხვა მრავალ წამალთან, მათ შორის ვარფარინთან.
გაიდლაინების შემქმნელები აღნიშნავენ რომ მიუხედავად იმისა რომ კანაფი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც “ბუნებრივი”, ის არ უნდა განიხილებოდეს წარმოებული ნარკოტიკებისგან განსხვავებულად. კანაფი და კანაბინოიდები წარმოადგენს „ძალიან ძლიერ და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების კლასს“, და ეს ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში
Good Health and Well-Being

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი
ახალი ამბები

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი

16:15 12-01-2025
1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
ახალი ამბები

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

15:02 12-01-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი – თიბისი
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც ყოველდღიურად იხდი და მიიღე უფრო მეტი ქეშბექი – თიბისი

14:29 12-01-2025
“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved