• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ თქვენ ამას კითხულობთ…” – რას წერს უჩა აბაშიძე ციხიდან

ალია ავტორი - ალია
10:27 01-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
614

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც მარტის აქციების დროს, რუსული კანონის აქტიური მხარდაჭერი იყო, შემდეგ კი, დააკავეს პირადი ცხოვრების კადრების დამზადების ბრალდებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ – რო ჩემი public აქტივობა – საქმეს ვეღარ დააზარალებს. ალილუიაჰ! 😀

ჯერ ეს ერთი – გაიცანით ჩემი “ანონიმური“ პეიჯი Shuashsti/შუაშისტი, მანდ პოსტავს დედაჩემი ჩემს გამოგზავნილ ტექსტებს, მისი ცენზურის გავლის შემდეგ 😀 (ნეტა ამას თუ დაწერს :D) – უფრო სწორედ, მანამდე არსებობდა იგივე დასახელების პეიჯი, სადაც პოსტავდა, მარა მერე account დაუხაკეს, პეიჯი წაუშალეს და ის პოსტები დაიკარგა, ეს შედარებით ახალი პეიჯია. გწერდით მე ამ პეიჯზე, გააყალბებენ-თქო, და გწერდით როგორ, მარა კომენტარები ნახეთ – ხალხი მედავება – სადღა ხდება ეგეთებიო. სადღა და – ეგე.

გაითვალისწინეთ, რო მე რო აქ, ციხეში, რამეს დავწერ – 6-7 დღე გადის – სანამ დედაჩამამდე მივა და აკრეფს, ხოდა 1 კვირით ადრე უნდა წარმოვიდგინო ხოლმე – რა იქნება აქტუალური, 1 კვირის მერე.

პლიუს – სამყაროს მე ვხედავ ტელევიზორიდან და “უკან გადახვევის“ ფუნქციაც არ მაქ, თუ რამე გამომრჩება. ხოდა ჩემი აზრები, ხშირად, შეიძლება საკმაოდ სცდებოდეს ნამდვილ სამყაროს (ვინმე ამას აუხსნის მიშას? – რო გამოდგება და ძაან თავდაჯერებული ქადაგებს, ხან ადექვატურს, ხან აცდენილს…). ნუ პლიუს დედაჩემი მიგზავნის ხოლმე “ფეისბუქ პოსტების გაზეთს“ 😀

მოკლედ, თუ ეს პოსტი დედაჩემმა დადო, ესეიგი ხმის ამოღების უფლება მომეცა და ესეიგი შეგიძლიათ მომწეროთ და გიპასუხებთ!

ანუ – გინდა კომენტარები (აქ, მაგალითად, დასკრინავს და გამომიგზევნის) – გინდა პირადში მომწერეთ – დასკრინავს გამომიგზავნის და გინდა – პირადში ჰკითხეთ დედაჩემს, ფოსტის მისამართი და ქაღალდის წერილი მომწერეთ! (თუ ანდროს, ზვიადს, ოკმელას და სხვებს ასეთებს არ სწერთ – ძაან სცოდავთ, ადრე მომდიოდა ხოლმე ასე, უცხო ხალხის მხარდაჭერა და ძაან მამხნევებდა!) – მაიტათ კითხვები, მოვიწერები public ან პირად პასუხებს. საქმეა – ჩემთვის.

ვერ და არ ვუპასუხებ, მხოლოდ, კითხვებს საქმის დეტალებზე. ნუ ტრეფიკინგი და შანტაჟი/მუქარა რო ტყუილებია გესმით იმედია. მაგას არც მედავებიან. როდესმე, აქედან რო გამოვალ – გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს. მარა მხოლომ მას მერე – რაც სამართლის – სამართლობა აღდგება, შერჩევითი აღარ იქნება, დამნაშავე პოლიციელს, ომონელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს – დავსჯით და აი მერე – მე ვალი მაქვს პასუხები გაგცეთ. მანამდე უნდა მენდოთ – რო ჩემი პირადი ცხოვრება, უდაოდ, მოუწესრიგებელი ქაოსია, და მაგ ქაოსში მე და მარიამს გვედავებიან რაღაც შტერულ გადაცდომას.

მანამდე – გიყურებთ, ტელევიზორით, დილიდან საღამომდე, განვიცდი, ვნერვიულობ და ის გრძნობა მაქ – შენი კლასი რო ექსპედიციიდან ფოტოებს პოსტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გაგიშვეს და ლოგინიდან უყურებ ☹. დარწმუნებული ვარ ოკმელაც მასეა (ვიკვეთებით ხოლმე დერეფანში. მე და ოკმელა გუნდელები ვართ, წლები ვთამაშობდით რაგბს ერთად) და ღობის ბიჭებიც.

თუმცა ამ ეტაპზე ანდროს და სხვა ახლებს უფრო უჭირთ – პირველი 3 თვე ყველაზე მძიმეა აქ რა, მერე ეჩვევი და აღარც გახსოვს, როგორია “გარეთ“. მანამდე ძალიან გჭამს შიგნიდან ეს შებოჭილი “გდება“ და ვერაფრის კეთება. მითუმეტეს – როცა ვინც შენ დაგატყვევა, ნამდვილი მოძალადე კანონდამრღვევები თვითონ არიან, ოფიციალურად “ჰამასის ტყვედ“ გრძნობ თავს. მოკლედ, ამ ბიჭებს ახლა ძალიან სჭირდებათ თქვენი გამხნევება. ყველა თქვენი ყურადღება მათ ძალას მატებს – trust me.

მოკლედ, თუ ეს პოსტი დაიდო, აწი ვარსებობ ანუ – შეგაწუხებთ ხოლმე 😀

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved