12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, გამოძიების უმოქმედობაზე საუბრობს და პროტესტის გამწვავებას აანონსებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, ოჯახს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პროტესტს შედეგი არ მოჰყვება, ჯერ პროკურატურასთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლებს. მისი ერთადერთი მოთხოვნა 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის პოვნაა.
თუ შსს-თან რეაგირება არ მოხდება, მერე პროკურატურასთან გადმოვალ და თუ არაფერს გააკეთებენ, მერე წავალ ივანიშვილის კარებთან და იქ დავდგები. ჩემი მოთხოვნაა ერთადერთი – ბავშვის პოვნა. არავის თისტ არ ვადებ, არავის ვადანაშაულებ, მინდა, რომ შვილმა მიპოვონ. მაინც და მაინც გულმა ხომ არ უნდა დამარტყას და მოვკვდე? სამი კვირაა ველოდები თბილისში გადმოტანას და არც დაურეკავთ და არც უკითხავთ ან რატომ მოვითოვეთ, საერთოდ არაფერს გვეუბნებიან. უნდათ ალბათ ისევ შემოდონ თაროზე, მე კიდევ არ გავჩერდები. ჩემსავით ბევრი დედაა გამწარებული და მოვთხოვ ყველას, გამოვიდნენ, დადგნენ ჩემს გვერდზე და ერთად ვიპოვოთ სამართალი, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კი არ გამორიცხავს, რომ საქმის გაჭიანურების უკან გავლენიანი პირების ინტერესები იდგეს. მისი თქმით, გამომძიებელი ოჯახთან კომუნიკაციას თავს არიდებს, რის გამოც ისინი საქმის თბილისში გადატანასა და ახალი საგამოძიებო ჯგუფის ჩართვას ითხოვენ. კაკაბაძე ასევე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალები აქვს, თუმცა მათ გასაჯაროებამდე გამოძიებისგან გადამოწმებას ელოდება.
თითქმის არაფერი გაკეთებულა ამ საქმეზე, გამოძიება დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ 3 წლის შემდეგ და მას შემდეგაც მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოზიებო მოქმედებები საგამოძიებო ორგანომ 2017 წელს არ ჩაატარა. საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, სადაც შესაძლოა, ფიგურირებდნენ მაშინდელი გავლენიანი პირები, ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ჰქონდა მაშინვე შსს-ზე გარკვეული გავლენები, შესაძლოა არტსებობდეს გარკვეული ინტერესები, რის გამოც საქმეც არ მიდის წინ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ძალიან რთულია ამ დღეების განმავლობაში მივიღოთ ახალი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობათან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის გამომძიებელი არც კი გამოდის ნორმალურად კონტაქტზე და არც კი გვაყენებს საქმის კურსში იმ საგამოძებო მომქედებებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს. ითხოვს ქალბატონი სოფო, რომ საქმე გადმოვიდეს თბილისში და ახალმა გამომძიებლებმა გააგრძელონ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
აქვე, დავაანონსებ იმას, რომ მე ნამდვილად მაქვს ახალი მასალები, ახალი ინფორმაციები, მხოლოდ იმიტომ არ ვაჟღერებ ამ ახალ ინფორმაციებს,რ ომ საგამოძიებო ორგანოსგან ველოდები აღნიშნული ინფორმაციების გადამოწმებას, – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 16 სექტემბერს ბიჭის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა პოლიციას აცნობა, რომ გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ გურიკა გაუჩინარების შემდეგ ნახა. ოჯახი მოწმის გამოკითხვას ელოდება. გამოძიება ასევე დაინტერესდა დაკარგული ბიჭის პირადი ნივთებით, რომლებიც, დედის თქმით, მისი გაუჩინარების შემდეგ მამიდასთან აღმოჩნდა.











კომენტარები