• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვექნება მწვავე პასუხი აღნიშნულ დეზინფორმაციაზე” – ცენტრპოინტის მიერ დაზარალებულების ჯგუფი

ალია ავტორი - ალია
16:19 02-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ჩიმაკაძე ცენტრ პოინტის (dexus, center point ) მიერ დაზარალებულ კლიენტთა ჯგუფში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„მოგესალმებით, ძვირფასო დაზარალებულებო! როგორც ხედავთ მთავარმა არხმაც მოიცალა ცენტრპოინტისთვის და მისი დაზარალებულებისათვის. ანონსი, რომელიც გავიდა დღეს – არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, წმინდა წყლის დემაგოგია, მიმართული პროექტების ჩაშლისაკენ. ახლა, როცა ძალიან მალე უნდა განახლდეს მშენებლობები ყველა მიმართულებით, თითქმის ყველა პრობლემა იურიდიულად და დოკუმენტაციურად გადაწყვეტილია ბატონი კახი კალაძისა და ბატონი ილია ელოშვილის ძალისხმევით – პოლიტიკური ნიშნით, მედიასაშუალების გამოყენებით ბინძურად ადანაშაულებენ ამ ქვეყანაში თვალსაჩინოდ საქმის გამკეთებელ სტრუქტურას .

ჩვენ, ცენტრპოინტის მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი, არ მივცემთ მავანს იმის უფლებას, რომ ეს გაუგონარი სიცრუე და მავნებლობა სიმართლედ წარმოაჩინოს! თუ საჭირო გახდება – ბრიფინგსაც მოვიწვევთ და გვექნება მწვავე პასუხი აღნიშნულ დეზინფორმაციაზე.

აქვე, ვითხოვთ ცენტრპოინტის დამფუძნებლის იურისტისაგან ახსნა-განმარტებას: დააფიქსიროს ამ კომპანიის პოზიცია ღიად და საჯაროდ, აღნიშნულ ანონსთან დაკავშირებით. კიდევ გავმეორდები და დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის სახელით ვაცხადებ: ვერ მოხდება და არ დავუშვებთ გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ცენტრპოინტის პრობლემა პოლიტიკური ნიშნით! ჩვენს უკან დგას ათასობით ოჯახი: მოხუცი, ახალგაზრდა და ბავშვი აქ თუ ქვეყნის გარეთ. მტანჯველი 15 წლის შემდეგ , გვეღირსა და მართლაც ცპ-ს დამფუძნებელი ხელს აწერს ციხეში ჩვენი დაკმაყოფილების მიზნით მემორანდუმებზე, რაც მშენებლობების ნებართვების გაცემის წინ დასრულდება ქონების გადაცემით დეველოპერებისათვის. ასევე, ჩვენი დაკმაყოფილებისათვის, ქალაქის მერის ინიციატივით, დაიშვა გამონაკლისები პრეფერენციების სახით და გროვდება თანხები(მილიონები) ობიექტების დასრულებისათვის. ამის დაუნახაობა უბრალოდ სირცხვილია და მოგიწოდებთ ყველას დააფიქსიროთ თქვენი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით. პატივისცემით, მარიამ ჩიმაკაძე“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved