• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ სააკაშვილი მოკვდება სანქციები დაუწესდებათ მაღალჩინოსნებს – ბროუდერი

ალია ავტორი - ალია
14:33 02-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
381

ამერიკელი ფინანსისტისა და მაგნისტკის სიის ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, დასავლური ქვეყნები ქართველ მაღალჩინოსნებს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ამის შესახებ მან გამოცემა SOVA-სთან ინტერვიუსას განაცხადა.

ბილ ბროუდერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა დაბალი და საშუალო ეშელონის მაღალჩინოსნებს შეეხებათ, სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში კი, მკაცრი სანქციები დაუწესდებათ ქვეყნის პირველ პირებსაც.

ის ამბობს, რომ სპეციალური სიის შესადგენად მტკიცებულება აუცილებელი პირობაა და რომ ელოდება მათ მიწოდებას.

“არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, სანამ მტკიცებულებები არ მექნება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მივიღებთ. სანქციების პირველი ტალღა გავლენას მოახდენს საშუალო ან ქვედა ეშელონზე. თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, მაშინ ეს სანქციები დაუწესდებათ მაღალი რანგის, ტოპ თანამდებობების პირებსაც. ვფიქრობ, დასავლეთი ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება”, – თქვა ბილ ბროუდერმა.

ინტერვიუში ბილ ბროუდერი მარია ზახაროვას მიერ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და თქვა, რომ ზახაროვამ ფაქტობრივად დაადასტურა მისი პოზიცია, რომ სააკაშვილის საქმის უკან რუსეთის ხელისუფლების ინტერესები დგას.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმავეს აკეთებს, რაც 2008 წელს სააკაშვილმა გააკეთა და მარია ზახაროვა მასაც ემუქრება.

“პუტინი შურს არამხოლოდ მისი მტრების წინააღმდეგ იძიებს, არამედ სხვებსაც აჩვენებს, თუ რა ემუქრებათ იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ წავლენ. ზელენსკი იგივეს აკეთებს, რაც სააკაშვილმა ქნა. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს და სააკაშვილმა იბრძოლა მის წინააღმდეგ. რუსეთმა ორი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. იგივე ხდება ზელენსკის თავს 2022 წელს“, – თქვა ბროუდერმა.

ბროუდერი იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი პატიმრობას გადაურჩება და საქართველოს ხელისუფლება ამ გამოცდას გაივლის.

წყარო – მთავარი არხი

თეგები: ბილ ბროუდერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved