ნანა სულავა, „ალია“
დევნილობაში მყოფმა სააკაშვილის პირადმა პატიმარმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ვოვა სირაკანიანმა როგორც კი შეიტყო სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ, მეორე დღესვე თბილისში გაჩნდა და ინტერვიუ მისცა „ალიას“.
მკითხველს შევახსენებ, ეს ის ვოვა სირაკანიანია, რომელიც წინ აღუდგა მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას საქართველოში და ამის გამო სააკაშვილის ბრძანებით, იგი დააპატიმრეს. მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ წლების წინ „ალია“ წერდა.
– ვოვა, რატომ ჩამოხვედით ასე სასწრაფოდ?
– ჩამოვედი, რათა ჩემი საქმის გამოძიება დაიწყონ ახლა მაინც, საქმის, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. როცა 2007-2008 წლებში ქვეყანაში მძვინვარებდა ღორის გრიპი, მე აღვუდექი წინ ქვეყანაში მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას სომხეთიდან. თუ სააკაშვილი გამოუშვეს ციხიდან, მე „პო ჟიზნენი“ წავალ ციხეში. დანაშაულისთვის მზადყოფნაში ვარ. ამერიკელი სენატორების, ევროპელი დეპუტატების და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების გასაგონად ვამბობ, რატომ მფარველობთ ამ ბოროტმოქმედსა და მის პოლიტიკურ ბანდას? მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებებით და, მათ შორის, ბიოლოგიური ომის მეთოდით ეწეოდა ქართველი ხალხის გენოციდს, ამერიკელო სენატორებო, ევროპელო დეპუტატებო, რატომ ხართ დაინტერესებული ამ კრიმინალის დაცვით? რა ინტერესი გაგაჩნიათ ამისთანა, რომ საქართველო იყოს ქართველების გარეშე?
ჩემი სისხლის სამართლის საქმის შესახებ წლებია გენერალურ პროკურატურაში ვითომ დაიწყეს გამოძიება. გამომძიებელი დიმიტრი გრიგოლაშვილი დღესაც მეუბნება, რომ სწავლობენ ჩემს საქმეს. და ვინ არის ამაში პირველი რიგის დამნაშავე? ვინ მფარველობს კაციჭამია მიხეილ სააკაშვილს და მის ფუნქციონერებს? ვინ და – ხელისუფლება, თორემ საზღვარზე 9 წლის წინ ამ ავაზაკს არ გაატარებდნენ და დააპატიმრებდნენ. ახლა კატეგორიულად მოვითხოვ, სააკაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად დაუმატონ და წაუყენონ კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ეხება ქვეყანაში მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას, როცა ის ეწეოდა ბიოლოგიურ ომს საკუთარი ხალხის მიმართ, კვირაში 3-4 ტონა მოწამლული ღორის ხორცი შემოჰქონდა საქართველოში სხვადასხვა ფირმას. ერთადერთი ჩემი ფირმა „მუში“ იყო, რომელმაც ეს არ დაუშვა. მე ამის გამო დამაპატიმრეს და ცოცხალმა სააკაშვილის ციხიდან ძლივს გამოვაღწიე, დავკარგე საცხოვრებელი სახლი, თბილისში დაბადებულ კაცს დღეს არანაირი ქონება არ გამაჩნია. დევნილობაში ვარ, რათა მოხუცი დედა ვარჩინო.
თუ საგამოძიებო ორგანოები და პროკურატურა არაფრად ჩააგდებს ჩემს მოქალაქეობრივ კანონიერ მოთხოვნებს, რომ სააკაშვილის ბრალდებებს დაემატოს ეს ბრალდება, მაშინ ნათელი იქნება, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მუშაობს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე და მის დაბრუნებაზე საქართველოს პოლიტიკაში, რათა შესაბამის დროს მისცეს მას სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის საშუალება ფაშისტური რეჟიმის დამყარების მიზნით. ეს არ მოხდება! კატეგორიულად მოვითხოვ, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქის ვოვა სირაკანიანის მოთხოვნა და წაუყენონ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ბრალდება. მე, როგორც უკანონოდ გასამართლებულ ადამიანს და უსამართლოდ დევნილს, მომეცეს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. კიდევ ვიმეორებ, თუ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ, საქართველოში ძალიან ბევრია მისი რეჟიმისგან ნაწამები ადამიანი, რომლებიც მას სახალხო ტრიბუნალს მოუწყობენ და მერე რაღას იტყვის ან „ოცნება“, ან ევროპელი და ამერიკელი ვაჟბატონები? ვინც მას დაიცავს, შეჭამონ ის მოწამლული ღორის ხორცის მწვადები, მიშასაც შეუგზავნონ ციხეში და მერე დაიცვან კაციჭამია სააკაშვილი, ეს ქართველი ხალხის სირცხვილი! მთელი მსოფლიოს ხალხი გაკვირვებულია იმით, რომ ამ ამაყ და დიდი ტრადიციების მქონე ქართველ ერს ჰყავდა ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საბარგულით გადმოვიდა თავის ქვეყანაში.
კომენტარები