• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ სააკაშვილი გამოუშვეს ციხიდან, მე „პო ჟიზნენნი“ წავალ ციხეში! დანაშაულისთვის მზადყოფნაში ვარ“

ალია ავტორი - ალია
02:17 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

ნანა სულავა, „ალია“

დევნილობაში მყოფმა სააკაშვილის პირადმა პატიმარმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ვოვა სირაკანიანმა როგორც კი შეიტყო სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ, მეორე დღესვე თბილისში გაჩნდა და ინტერვიუ მისცა „ალიას“.

მკითხველს შევახსენებ, ეს ის ვოვა სირაკანიანია, რომელიც წინ აღუდგა მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას საქართველოში და ამის გამო სააკაშვილის ბრძანებით, იგი დააპატიმრეს. მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ წლების წინ „ალია“ წერდა.

–           ვოვა, რატომ ჩამოხვედით ასე სასწრაფოდ?

–           ჩამოვედი, რათა ჩემი საქმის გამოძიება დაიწყონ ახლა მაინც, საქმის, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. როცა 2007-2008 წლებში ქვეყანაში მძვინვარებდა ღორის გრიპი, მე აღვუდექი წინ ქვეყანაში მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას სომხეთიდან. თუ სააკაშვილი გამოუშვეს ციხიდან, მე „პო ჟიზნენი“ წავალ ციხეში. დანაშაულისთვის მზადყოფნაში ვარ. ამერიკელი სენატორების, ევროპელი დეპუტატების და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების გასაგონად ვამბობ, რატომ მფარველობთ ამ ბოროტმოქმედსა და მის პოლიტიკურ ბანდას? მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებებით და, მათ შორის, ბიოლოგიური ომის მეთოდით ეწეოდა ქართველი ხალხის გენოციდს, ამერიკელო სენატორებო, ევროპელო დეპუტატებო, რატომ ხართ დაინტერესებული ამ კრიმინალის დაცვით?  რა ინტერესი გაგაჩნიათ ამისთანა, რომ საქართველო იყოს ქართველების გარეშე?

ჩემი სისხლის სამართლის საქმის შესახებ წლებია გენერალურ პროკურატურაში ვითომ დაიწყეს გამოძიება. გამომძიებელი დიმიტრი გრიგოლაშვილი დღესაც მეუბნება, რომ სწავლობენ ჩემს საქმეს. და ვინ არის ამაში პირველი რიგის დამნაშავე? ვინ მფარველობს კაციჭამია მიხეილ სააკაშვილს და მის ფუნქციონერებს? ვინ და – ხელისუფლება, თორემ საზღვარზე 9 წლის წინ ამ ავაზაკს არ გაატარებდნენ და დააპატიმრებდნენ. ახლა კატეგორიულად მოვითხოვ, სააკაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად დაუმატონ და წაუყენონ კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ეხება ქვეყანაში მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას, როცა ის ეწეოდა ბიოლოგიურ ომს საკუთარი ხალხის მიმართ, კვირაში 3-4 ტონა მოწამლული ღორის ხორცი შემოჰქონდა საქართველოში სხვადასხვა ფირმას. ერთადერთი ჩემი ფირმა „მუში“ იყო, რომელმაც ეს არ დაუშვა. მე ამის გამო დამაპატიმრეს და ცოცხალმა სააკაშვილის ციხიდან ძლივს გამოვაღწიე, დავკარგე საცხოვრებელი სახლი, თბილისში დაბადებულ კაცს დღეს არანაირი ქონება არ გამაჩნია. დევნილობაში ვარ, რათა მოხუცი დედა ვარჩინო.

თუ საგამოძიებო ორგანოები და პროკურატურა არაფრად ჩააგდებს ჩემს მოქალაქეობრივ კანონიერ მოთხოვნებს, რომ სააკაშვილის ბრალდებებს დაემატოს ეს ბრალდება,  მაშინ ნათელი იქნება, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მუშაობს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე და მის დაბრუნებაზე საქართველოს პოლიტიკაში, რათა შესაბამის დროს მისცეს მას სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის საშუალება ფაშისტური რეჟიმის დამყარების მიზნით. ეს არ მოხდება! კატეგორიულად მოვითხოვ, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქის ვოვა სირაკანიანის მოთხოვნა და წაუყენონ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ბრალდება. მე, როგორც უკანონოდ გასამართლებულ ადამიანს და უსამართლოდ დევნილს, მომეცეს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. კიდევ ვიმეორებ, თუ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ, საქართველოში ძალიან ბევრია მისი რეჟიმისგან ნაწამები ადამიანი, რომლებიც მას სახალხო ტრიბუნალს მოუწყობენ და მერე რაღას იტყვის ან „ოცნება“, ან ევროპელი და ამერიკელი ვაჟბატონები? ვინც მას დაიცავს, შეჭამონ ის მოწამლული ღორის ხორცის მწვადები, მიშასაც შეუგზავნონ ციხეში და მერე დაიცვან კაციჭამია სააკაშვილი, ეს ქართველი ხალხის სირცხვილი! მთელი მსოფლიოს ხალხი გაკვირვებულია იმით, რომ ამ ამაყ და დიდი ტრადიციების მქონე ქართველ ერს ჰყავდა ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საბარგულით გადმოვიდა თავის ქვეყანაში.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved