აშშ-ს იმედი აქვს, რომ რუსეთთან უფრო სტაბილურ და სარგებლიან ურთიერთობების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ თუ რუსეთი აშშ-ზე თავდასხმას გააგრძელებს, ვაშინგტონი ამას უპასუხებს. რუსეთის და აშშ-ს ურთიერთობებზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენზე თავდასხმას, ან იმოქმედებს ისე, როგორც SolarWind-ის თავდასხმის, ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და ნავალნის წინააღდეგ აგრესიის გამოვლენისას, ვუპასუხებთ” – თქვა ბლინკენმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რომში ისლამისტური დაჯგუფებების წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის საკითხებზე სასაუბროდ იყო ჩასული.
წყარო – ტაბულა
კომენტარები