• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა ხალხის დაღლა რუსეთის ინტერესებშია – როგორც კი რუსეთი ომს დაიწყებს უკრაინასთან, ჩვენ უნდა შევიდეთ სოხუმსა და ცხინვალში” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:13 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

კიდევ ერთი რამ, რაზეც ასევე უნდა იფიქროს საზოგადოებამ და რაზეც არც ოპოზიცია, არც პოზიცია და არავინ საუბრობს:

რუსეთი და ჩინეთი უზარმაზარი გავლენების მოხდენას ცდილობენ მსოფლიოზე, სწორედ ანტივაქსერებით. რუსეთს ახლა აწყობს, რომ სახელმწიფოები პანდემიური პრობლემებით დაკავდეს და ანტივაქსერებზე იყოს მობილიზებული. რა უნდა ამ კამპანიის წარმოებას? ერთი მილიონი რომ გამოჰყოს რუსეთმა ერთი ქვეყნისთვის და იმ ქვეყანაში ყველა მედიას გადაუხადოს 5-10 ათასი დოლარი და წერონ სტატიები და აკეთონ სიუჟეტები – ამის გაკეთება რთულია? როცა ემზადება საომრად და სჭირდება, რომ მისი მეზობელი ქვეყნები სხვა პრობლემებით დააკავოს, მილიონი დოლარის გამოყოფა რაღა გახდება რუსეთისთვის? ცალკე გამოსაყოფია ჯგუფები და გვერდები სოციალურ ქსელში…

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ახლა ამაზე საუბრით იყოს დაკავებული, ლაპარაკობენ ყველაფერზე ამის გარდა. თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა დაგვანებეთ თავი. დაიღალა ხალხი და ხალხის დაღლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ხვალ რომ რუსთაველზე რუსი დადგეს, შესაძლოა, ხალხი აღარ გამოვიდეს გარეთ, იმიტომ რომ ისინი უკვე ძალიან გადაიღალნენ…

ამ გადაღლამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. უმძიმესი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა და პარალელურად, სწორედ ახლა შეგვიძლია, ეს მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა საჩვენოდ გამოვიყენოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ. რუსეთი გეგმავს უკრაინასთან ომის დაწყებას, მობილიზებული აქვს მთელი სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან. ვინმე საუბრობს იმაზე, საქართველო რას აპირებს ამ მდგომარებაში? ახლა რეალურად გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების დრო. როგორც კი რუსეთი ომს დაიწყებს უკრაინასთან, ჩვენ უნდა შევიდეთ სოხუმსა და ცხინვალში. ამაზე უნდა საუბრობდნენ ახლა პოლიტიკოსები, ამ შანსის გამოყენებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. რუსეთი თითქმის მთელ სამხედრო ძალებს გადაისვრის უკრაინისკენ და როგორც კი შევა უკრაინაში, ჩვენ უნდა შევიდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამით უკრაინასაც დავეხმარებით თავისთავად და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved