უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ხშირად მხვდება პოსტები მოძალადე კაცებზე და გამპრავებელ ქალებზე და რატომღაც ხალხი ასკვნის, რომ გამპრავებელი უარესია.
რანაირადაა გამპრავებელი დამნაშავეზე უარესი? დამნაშავე რო არ იყოს, გამპრავებელი სულ არ იქნებოდა. მარტო გამპრავებლები რომ არსებობდნენ, დანაშაულს თავად მაინც არ ჩაიდენდნენ; და რა ლოგიკითაა გამპრავებელი მოძალადეზე უარესი? იმიტომ რომ გამპრავებელი ქალია? და ქალს მეტი მოეთხოვება?
გამპრავებლებს კი არ ვიცავ, უბრალოდ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში რომ ისევ ქალი რჩება უარესად გალანძღული, ამას ვამბობ.
კმარა! კმარა ქლების მონსტრებად წარმოჩენა კაცის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო.
ეს არის ფარული და ზოგჯერ ინტერნალიზირებული სექსიზმი.
პ.ს. კაცები ნუ გვასწავლით ქალებს ქალურ სოლიდარობას. თუ რამის ტრაკი გაქვთ, შეაჩერეთ მოძალადე კაცები და კაცებს მოსთხოვეთ პასუხი დანაშაულებზე! და ნუ აძლიერებთ დამნაშავეებს დუმილით! “
კომენტარები