• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ პრობლემა ჰქონდა სახლში, იტყოდა, მაგრამ… – რას ამბობენ ტაბახმელაში გარდაცვლილ მასწავლებელზე

ალია ავტორი - ალია
12:58 03-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,386

ტაბახმელას გზაზე საკუთარ ავტომობილში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, 39 წლის ელენე ჯანჯღავა, – ერთ-ერთ კერ­ძო სკოლის წარმატებული პედაგოგი, ის გეოგრაფიას ასწავლიდა და ასევე, იყო „დიოგენეს“ X კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორი.

როგორც ამბობენ, ელენე სკოლაში უნდა მისულიყო, თუმცა არ მისულა. რადგან ეს უჩვეულო იყო, სკოლის თანამშრომლებმა დილიდანვე დაიწყეს მისი ძებნა. სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში კოჯრის გზაზე მისი ავტომობილი და მანქანაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

“ამ დილით გაკვეთილზე უნდა მოსულიყო და არ მოვიდა. წავკისში ცხოვრობდა, მანქანა ჰყავდა და სკოლაში თავისი მანქანით დადიოდა. გასულ კვირას არდადეგები გვქონდა. ახლა სწავლა დავიწყეთ და 9 საათზე ელენეს პირველი გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა. რადგან არ მოვიდა სკოლაში, დავიწყეთ მისი ძებნა. ზოგადად, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო და გამორიცხული იყო, არ დაერეკა ან თუ აგვიანდებოდა არ გაეფრთხილებინა ადმინისტრაცია.

საათის შემდეგ, მეორე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, მთელი კოლექტივი აქტიურად ჩაერთო მის ძებნაში, ყველა ცდილობდა მასთან დაკავშირებას. მერე ოჯახსაც მიმართეს. როგორც ვიცი, ოჯახმა უპასუხა, რომ ელენე სახლიდან დილის 8:00-ზე გავიდა და გასაგები გახდა, რომ ამ შუალედში რაღაც მოხდა. ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, ავარიის… მაგრამ ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამ. რადგან მართლა ძალიან პოზიტიური გოგო იყო ელენე. თუ პრობლემა ჰქონდა სახლში, იტყოდა, მაგრამ…თუ პრობლემა ჰქონდა სახლში, იტყოდა, მაგრამ…ადამიანია და არასდროს არ ვიცით სხვის გულში რა ხდება. როგორც გითხარით, არ ემჩნეოდა სტრესი, არაფერი მსგავსი…

ორი შვილის დედა… უფროსმა სკოლა დაამთავრა, პატარა ჩვენს სკოლაში სწავლობს და ერთად მოდიოდნენ ხოლმე დედა-შვილი სკოლაში. როგორც ჩანს, ბავშვი ამ დილით არ წამოუყვანია.

ნიჭიერი და წარმატებული პედაგოგი იყო, – გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორიც. საოცრად მშრომელი, შრომისმოყვარე გოგო აღარ გვყავს და ძალიან განვიცდით. არ ვიცი რა ვთქვა, ზოგადად, შეუძლებელია ალბათ ბოლომდე ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და ემოციების გამოცნობა. ყველაზე სამწუხარო ვარიანტსაც განვიხილავდით – ავარიას, მაგრამ ასეთი შოკისმომგვრელი ვერსია არც განხილულა სკოლაში. დაუჯერებელია”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” მომხდარით შეძრულმა ელენეს კოლეგამ.

ახლობლებს ვერ აუხსნიათ რატომ უნდა მოეკლა ელენეს თავი. მათივე თქმით, არ შეუმჩნევიათ, რომ ჰქონდა პრობლემები. ამიტომ ვერ საუბრობენ მომხდარის მიზეზებზე. „გადასარევი თანამშრომელი იყო. ძალიან პოზიტიური, ყველანაირად დადებითად შემიძლია დავახასიათო, სხვას ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს მისი კიდევ ერთი კოლეგა.

„გაოგნებული ვარ მომხდარით, ვიცნობდი ელენეს, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ვერ ამიხსნია რატომ უნდა მოეკლა თავი. სულ მომღიმარი სახით გხვდებოდა. ძალიან დიდი ტკივილია, არ ვიცი რა პრობლემა უნდა ჰქონოდა, რომ თავი მოეკლა, მიჭირს ამის დაჯერება. ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო აღარ არის. სახლიდან მიმავალ გზაზე იპოვეს მანქანა, სადაც გარდაცვლილი ნახეს”, – ამბობს გარდაცვლილის კიდევ ერთი ახლობელი.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და ექსპერტები დაადგენენ რეალურად ეს იყო თვითმკვლელობა თუ იყო მკვლელობა.

ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. საიდან მოხვდა პედაგოგის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ან რატომ მოიკლა მან თავი. ბევრი კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.

წყარო: კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved