ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოდის ხალხის მობილიზაცია უნდა იყოს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
“ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია და ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის თუ პომპეო ჩამოდის იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. რა თქმა უნდა, მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი არ არის დასაჩაგრი ერი. დაჩაგრეს და შევირჩენთ. ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირჩენთ”, — აღნიშნა სააკაშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისს 17-18 ნოემბერს ეწვევა.
კომენტარები