სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი, ავრცელებს ფოტოს და წერს:
“ამდენ ხალხის ქუჩაში გამოსვლის სურვილი ყველა განსხვავებული აზრის მქონესთვის ნაცის ძახილმა გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ოცნების მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბევრად აღემატება სააკაშვილის მხარდაჭერებისას. ქართულ ოცნებას ნაცების დასუსტება უნდოდა, ეს 2012 წლის კოალიციის არ დაშლით, მისი საშუალებით სამართლიანი და ეფექტიანი მმართელობით შეეძლო და უნდა გაეკეთებინა. ხოდა ეხლა ნაცები და მისი პარტნიორები განსხვავებული აზრის ხალხი კი არა, ოცნებაა. შესაძლებელზე მეტად აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას და დღეს უკვე პრობლემა გაუხდა. თუ ნაციონალური მოძრაობა ერთპარტიულად მობრუნდა, რისი შანსიც მაინც მგონია, რომ მცირეა, ეს მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურება იქნება.”

კომენტარები