„თუ მთავრობაში გიმუშავიათ ბოლო 9 წლის მანძილზე, ჩემს თვალში ვერასდროს რეაბილიტირდებით” – ამის შესახებ ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ მთავრობაში გიმუშავიათ ბოლო 9 წლის მანძილზე რაღაც პერიოდი და იცავდით იმ იდიოტურსა და კრიმინალურ პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანა და ეკონომიკური მდგომარეობა მიიყვანა იქამდე, სადაც ახლაა, ჩემს თვალში ვერასდროს რეაბილიტირდებით, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ოპოზიციაში ხართ თუ საერთოდ ჩამოშორდით პოლიტიკას.
როცა იცი, რომ რაღაც არასწორია და შენ ამას იცავ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც სინდისი გაგაჩნია და არც ეთიკა და პატივისცემას არ იმსახურებ!“- წერს ფადი ასლი.
კომენტარები