• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებს, ამ პრობლემასთან გამკლავებას შევძლებთ“ – ჯანდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
14:48 03-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კარგად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჩვენ შევძლებთ ერთობლივად გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, ამიტომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მედიკოსებს ინფექციის კონტროლში ძალიან დაეხმარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გავრცელება, რა თქმა უნდა, შემცირდება და იქნება მეტად კონტროლირებადი. იმ შემთხვევაში თუ მაღალ პასუხისმგებლობას ისინი არ გამოიჩენენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის გართულდება ბევრად ინფექციის მართვა. მაგრამ ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა იმსჯელებს იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და ვირუსი სხვებს გადასდო.

„მე ვთვლი, რომ მთავრობა ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებს და ალბათ ერთობლივი გადაწყვეტილებით დაგიბრუნდებით და გიპასუხებთ კითხვაზე. თუმცა, მინდა განვმარტო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, ისეთს, როგორიც ეხება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრევენციას და შემდგომ უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნების მართვას. დანარჩენ თემებზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს ერთობლივად და გადაწყვეტილებას, შესაბამისად მივიღებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved