ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„- რატომ შედის ადამიანი მაღაზიაში? – იმიტომ, რომ სასურველი პროდუქტი შეიძინოს. მაღაზიის ფუნქციაა მომხმარებელს სასურველი პროდუქტი მიაწოდოს, ისარგებლოს თავადაც და ასარგებლოს მომხმარებელიც.
– რატომ აძლევს ადამიანი ხმას პარტიას? – იმიტომ, რომ სასურველი სარგებელი მიიღოს მისგან ყოველდღიურ ცხოვრებაში. პარტიის ფუნქცია კი არის ის, რომ თავისი როლიდან (თვითმმართველობა, პარლამენტი, მთავრობა) შესაბამისი სერვისი შესთავაზოს და განახორციელოს. ისარგებლოს თავადაც და ასარგებლოს ამომრჩეველიც.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებო და მონაწილეებო, შესთავაზეთ ამომრჩეველს კონკრეტული სარგებელი და შეასრულეთ.
თუ მომხმარებელს საქმე აქვს იმიჯშელახულ, ამორფულ თუ ბუნდოვან გამყიდველთან, შენაძენს არ გააკეთებს ან სხვა გამყიდველთან წავა.
იზრუნეთ თქვენი პოტენციური მომხმარებლის კონკრეტულ სარგებელზე. მომხმარებელს არ აინტერესებს მეწარმის სტრატეგიები, მომხმარებელს სჭირდება კონკრეტული პროდუქტი.“
კომენტარები