• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ მოლდოვას შეუძლია, ალბათ, ჩვენც შეგვიძლია” – რა მაგალითი მოჰყავს პრეზიდენტს

ალია ავტორი - ალია
15:39 03-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, სადაც ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარესა და წარმომადგებლებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, ამბობს:

“არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როცა ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ, საჭიროა ჩვენც ვიცოდეთ, დროზე, იმ ადამიანებისთვის ვინც იქ მოღვაწეობენ, ან წვალობენ კიდევაც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნის ყოველივე მოქალაქეს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, როდესაც ეს საკითხი განიხილება, საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ უწყება “არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის”, რაც, მისი თქმით, “საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეოს მუშაობასთან”.

ზურაბიშვილის თქმითვე, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებების ქონას კანონიც არეგულირებს, თუმცა ხელისუფლება, ამის მიუხედავადაც კი, უმოქმედოა.

“…ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კანონი არსებობს, რომ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და თუ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, იმ ადამიანებმა მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს ერთი მხრივ და მეორე მხრივ გვეუბნებიან და ძალიან ოფიციალურად, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვები, აცხადებენ, რომ არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება იმდენს გავხსნით, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ არა, შეუძლებელია, ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ “პადიეზდში” არ გავხსნითო. საკმაოდ ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

ეს არის სრულიად შესაძლებელი, ამისი მაგალითი არსებობს ახლოს ჩვენთან. მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 უბანი გახსნა არჩევნებისთვის. თუ მოლდოვას შეუძლია, ალბათ, ჩვენც შეგვიძლია”, – ამბობს პრეზიდენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved