• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, ვერ შეხვალთ ევროპაში” – ბერნარ-ანრი ლევი

ალია ავტორი - ალია
13:18 04-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,886

ფრანგი ინტელექტუალი, პოლიტიკური ფილოსოფოსი და მწერალი ბერნარ-ანრი ლევიმ ვარშავაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო გადასცეს ქართველ ხალს მიმართა და თქვა:

“ის ახლა დატყვევებულია, როგორც ბერძენი პრომეთე. ვგრძნობ მის იარებს, როდესაც მის წერილებს ვკითხულობ, იარებს, რომლებიც მას თანდათან კლავს. მინდა მივმართო და გავაფრთხილო ქართველი ხალხი, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმედი ევროპაში გაწევრიანების. უნდა იცოდეთ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, თქვენ ვერ შეხვალთ ევროპაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დღევანდელი ხელისუფლების შეცდომების გამო ევროკავშირში გაწევრიანების შანსი დაიკარება. უნდა იცოდეთ, რომ თუ უარესი მოხდება, ყველაფერი დამთავრდება. მინდა მივმართო ყველას, ვინც პირდაპირ კავშირშია ამასთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოლიგარქ ივანიშვილის, რომელიც ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში ამ ყველაფრის თავშია, უნდა იცოდეთ, რომ გასაქცევი გზა აღარ დაგრჩებათ, უნდა იცოდეთ, რომ თავისუფალ სამყაროში, ევროპასა და ამერიკაში დაგაკავებენ იმის გამო, რაც შეიძლება დაემართოს სააკაშვილს. ისინი, ვინც გარისკავენ და დაუშვებენ მის სიკვდილს, პუტინის თანამზრახველები იქნებიან”, – თქვა ბერნარ ანრი ლევიმ.

დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის დედა:

მიხეილი ციხეშია. ის მიყვება რომ გონებას კარგავს ყოველდღიურად. იმიტომ რომ ის მოწამლულია.  მჯერა რომ იგი პუტინის ტყვეა. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა ევროპარლამენტისგან, ჰოლანდიისგან, უკრაინისგან და სხვა ქვეყნებისგან მაგრამ ეს არ მუშაობს, არაფერი მუშაობს. ჩემი შვილი და ლეხ კაჩინსკი მეგობრები  იყვნენ. ისევე როგორც ჩემი რძალი სანდრა და მარია კაჩინსკა. ვიმედოვნებ ეს ჯილდო მაინც იმუშავებს და დაეხმარება მას რომ გადარჩეს.” აცხადებს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.

ცნობისთვის, 12 აპრილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს სახელობის ჯილდო გადასცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved