• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ მედვედევის ვერსია ფეიკის თაობაზე სიმართლეა, უნდა ვეძებოთ ამ არასანქცირებული შეღწევის სავარაუდო დამკვეთები – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:55 08-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
471
ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს;
“მერამდენედ გვიწევს იმის დადასტურება, რომ ადგილობრივი ნაც/მავნებლები და მათი საერთაშორისო კურატორები არახამიას ჩათვლით, ამ ეტაპზე უშედეგოდ ცდილობენ ჩაითრიონ საქართველო რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში, “მეორე ფრონტის” გახსნის მიზნით. ამ განზრახვაში ჩართული აქვთ საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების “შელახულ თავმოყვარეობაზე” თამაშის ელემენტებიც – როგორც ამას გუშინ ჰქონდა ადგილი იმ “ინფორმაციაზე” დაყრდნობით, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ VK-ს გვერდზე გავრცელდა, და რომელიც მოგვიანებით მედვედევის კედელზე ჰაკერული თავდასხმის მეშვეობით გაჩენილ ფეიკად იქნა აღიარებული.
ფაქტი კი ჯიუტია. თუ მედვედევის ვერსია ფეიკის თაობაზე სიმართლეს წარმოადგებს, უნდა ვეძებოთ ამ არასანქცირებული შეღწევის სავარაუდო დამკვეთები. ამ მომენტამდე მე მათ რიგებში მხოლოდ არახამია და “მთავარი არხი” ამოვიკითხე, რომელთა საქართველოს ხელისუფლების “ნამუსზე აგდების” თუ “საპასუხო მოქმედებებისკენ ბიძგის” მცდელობა შეუიარაღებელი თვალით ჩანდა.
სამგლოვიარო ღონისძიებაზე მისული თავდაცვის მინისტრის, ამ სავარაუდოდ, დაინტერესებული მხარის მიერ შეკვეთილ ფეიკთან დაკავშირებული რეპლიკა (რომელსაც კომენტარსაც ვერ ვუწოდებთ), გულისხმობდა, რომ მედვედევი, რომელიც იყო ქვეყნის პირველი პირი, შემდეგ პრემიერი,
დღეს აღარ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას და შესაბამისად, მის მიერ სოციალურ მედიაში დადებული თუ შემდეგ წაშლილი სტატუსის გამო მოსახლეობაში შიშისა თუ პანიკის დანერგვა არ იქნებოდა მოვლენის ადეკვატური შეფასება.
მოვლენათა განვითარების, “მთავარი არხისა” და არახამიასეული ვერსია, არც კი ითვალისწინებდა ერთ-ერთ ვარიანტად ამ ინფორმაციის ფეიკად აღქმის განხილვას, რამეთუ ეს მათ “აღქმების თეორიას” დაამსხვრევდა და მოსახლეობაზე განკუთვნილ მიზანმიმართული კოშმარის ეფექტს ვერ გამოიწვევდა. ცალკე თემაა – ოპოზიციური არხებისა და მათი პოლიტიკოსი-ბოსების ტრადიციული მიდგომა, გლოვის ფაქტისა თუ გლოვის ადგილის, საკუთარი მავნებლური მიზნებისთვის გამოყენების თვალსაზრისით. ასე რომ, თავდაცვის მინისტრის პასუხი ამ არაადექვატური “ჟურნალისტებისთვის”, ყველაზე რელევანტური იყო მათი კითხვების დასმის დროისა და ადგილის გათვალისწინებით.”
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved