• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ლუკას თვითმკვლელობისთვის ვიღაცები აქ დაისჯებიან, მაშინ ის ბავშვი იქ ვერ ცხონდება, რადგან ჩვენ ლოცვას შევწყვეტთო…”

ალია ავტორი - ალია
21:54 07-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი.

პირდაპირ თქვით, რომ მარიანა ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი და სხვები გადასარჩენი, ვისაც შეიძლება, პასუხისმგებლობა დაეკისროს ლუკა სირაძის გამო.

მოკლედ, თუ გინდათ, ბავშვი იქ ცხონდეს, თქვით, რომ ლუკა სირაძის სიკვდილი შემთხვევითობაა და დაკავებული გამოუშვითო.

თუ იტყვით, რომ თვითმკვლელობა იყო და ამის გამო ვიღაცები აქ დაისჯებიან, მაშინ ის ბავშვი იქ ვერ ცხონდება, რადგან ჩვენ ლოცვას შევწყვეტთო.

ესაა შინაარსი.

——-

მეუფე ნიკოლოზი :

„ოჯახის წევრებმა ეკლესიას მომართეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯელობა, განხილვა ამ საკითხის, შეიძლებოდა თუ არა ლუკა სირაძისთვის წესის აგება. თუ ეს ნამდვილად მტკიცდება, რომ თვითმკვლელობაა, მაშინ წესის აგება არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესი. არ შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ლუკასთვის ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ დავრწმუნდით მაშინ, ოჯახის წევრებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ გარდა ოჯახის წევრებისა, ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა. ამ განცხადების გაკეთება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ახლა განახლდა საუბარი და ამ განახლებულ საუბარში აბსოლუტურად დარწმუნებით არის საუბარი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუ ამ 7 თვის განმავლობაში გამოჩნდა რაიმე ახალი გარემოებები, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად თვითმკვლელობაა, მაშინ თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ გაგვაგებინეთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავებს ეს ლუკა სირაძის სულის ბედია, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. ჩვენ გარკვეული „ინსტრუქციების“ მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მოვიქეცით ასე და წესი ავუგეთ, მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება. თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ არის“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved