• რეკლამა
  • კონტაქტი
04:43, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, ეს 8 პუნქტი უნდა შევასრულოთ” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:35 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე

რა უნდა გავაკეთოთ?

ისევ საზეპირო:

პირველი – ყველანი უნდა ავიცრათ ფაიზერით ან მოდერნათი. ერთ რამეს გეტყვით კიდევ, დააკვირდით ცნობილი ექიმები, რომლებიც ტელევიზიებით გამოდიან, მეტწილად რა ვაქცინით აცრიან აცრილები? ფაიზერით ხომ არა? ეს ირიბად და პირდაპირაც არ გვეუბნება პასუხს?

მეორე – სამედიცინო პირბადე. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ვაქცინაციის ეფექტურობა იწყება თვენახევრის შემდეგ და სამედიცინო პირბადე გვიცავს გაკეთების წამიდან.

მესამე – ეს არის დისტანცია, ვეცადოთ, სადაც შესაძლებელია, დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია, თუმცა, სადაც ამას ვერ ვახერხებთ, აუცილებლად უნდა დავიცვათ 1-მეტრიანი დისტანცია.

მეოთხე – ხელების ხშირი დაბანა, პირადი ჰიგიენა.

მეხუთე – შენობების, სახლების, სკოლების ხშირი განიავება, 15 წუთით მაინც, რათა მოხდეს ჰაერის ცვლილება და გასუფთავება.

მეექვსე – სწორი საინფორმაციო კამპანია, იმისათვის რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა ეფექტის მომტანია ვაქცინა.

მეშვიდე – ნამდვილი კოვიდპასპორტი და არა ეს ქართულ-ჯიგრულ პონტში გაკეთებული ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც არ არის მეცნიერებაზე დაფუძნებული. როგორი უნდა იყოს ნამდვილი კოვიდპასპორტი და რაში გვჭირდება? აპლიკაცია როგორც კი დააფიქსირებს, რომ კოვიდი დადასტურდა, იგი გიჩვენებს, რომ მინიმუმ 10 დღიანი კარანტინია საჭირო (იდეალურია 14 დღე კარანტინისთვის, მაგრამ მინიმუმი ზღვარი 10 დღეა), გარდა ამისა, ეს აპლიკაცია უნდა აფრთხილებდეს თქვენ კონაქტებს. შვეიცარიაში და საფრანგეთში, სწორედ პროგრამის დახმარებით ხდება კონტაქტების დადგენა, საქართველომ კი, ბოლო წელია საერთოდ შეაჩერა კონტაქტების დადგენა და კლასტერების მოძიება, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების შესაწყვეტად. ჩვენთან რეალურად ხდება ის, რომ ინფიცირებულები ღიად დასეირნობენ ქუჩებში და მაღაზიებში, ასეთი ქმედება დანაშაულია და დასჯადი უნდა იყოს. მავნებელია, ვინც ასე იქცევა.

მერვე – ტესტები – ანტიგენ ტესტები არის სისულელე და პისიარ ტესტებს ვალიდობა უნდა ჰქონდეს მხოლოდ 24 საათი. ამერიკაში რომ ჩახვიდეთ, აცრილიც რომ იყოთ, პისიარ ტესტის ვალიდობა განისაზღვრება მხოლოდ 24 საათით.

თუ გვინდა გადავრჩეთ, აი, ეს უნდა გავაკეთოთ და რაც შეიძლება სწრაფად. გისურვებთ ჯანმრთელობას!

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved