• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გვინდა დეოკუპაცია და მშვიდობა, საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა” – კალაძე

ალია ავტორი - ალია
21:13 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
448

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში:

მოგესალმებით მეგობრებო! მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო!

მივესალმები ქობულეთს, ქედას, ხულოს, შუახევს, ხელვაჩაურს!

მივესალმები ჩვენს ულამაზეს ბათუმს!!!

მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს ვხედავ. ეს არც არის გასაკვირი, ისტორიის მანძილზე აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც.

ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში.  ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად.

ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია  აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში. 

ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე.

გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან.

ისიც გვახსოვს,  2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”.  ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული, ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ, მაგრამ გაძლევთ პირობას ჩემო აჭარლებო, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება არასდროს. ჩვენ ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ.  დემოკრატიით, განვითარებით, მშვიდობითა და წინსვლით.

რაც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, ამ ყველაფერს “დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია-  კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. აქაც მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს ასე იყო 2012 წლის შემდეგ, ასეა დღესაც და  ასე იქნება მომავალშიც.

ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა.  უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება.  თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.

ამისთვის კი საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად,  საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად.

ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი.

დაიმახსოვრეთ, 26! 26 არის ჩვენი  რიცხვი!

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ამ ქვეყნის მომავალი!

გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!

გაუმარჯოს საქართველოს!

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved