ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ციხიდან წერილს აქვეყნებს:
თუ გოგონა გიყვარს და 14 წელია გელოდება, დგება დრო, როცა ბუნებრივად უჩნდება სურვილი, რომ ქორწილით დასრულდეს ეს ისტორია.
თუ ქორწინების სახლი არის მცხეთაში, ანუ თბილისიდან 20 კმ-ში და ეს არ იცის არც ბიჭმა და არც გოგომ, ამასობაში გოგონას სურვილი აქვს მისმა რაინდმა ეს გაარკვიოს…
აქვე, დავუშვათ, რომ ამ წყვილს ჰყავს ერთი ველოსიპედი – სხვა მოძრავი შესაძლებლობა არ მოეპოვებათ:, თუ ბიჭი მიდის გოგონასთან და ეუბნება, რომ ქორწინების სახლი გორზე შორს არ არის, ანუ 80 კმ-ია მაქსიმუმი და თან ეუბნება, რომ მზად არის თავად ფეხით წამოვიდეს (ანუ აჩვენებს თავგანწირვას) და გოგონა ველოსიპედით, ამ შემთხვევაში მიუხედავად სირთულისა, ბიჭი მიიღებს თანხმობას და გოგონა “ტრიუმფისთვის” რისკავს, რომ 80 კმ-ს ველოსიპედით გაივლის, თან რაინდი აჩვენებს გაუტეხელობას და ფეხით მოდის…. არ დაგავიწყდეთ, რეალურად, ეს ტრიუმფი ბევრად ახლოსაა, ანუ მცხეთაში:. 20 კმ-ში…
მაგრამ… თუ ბიჭი მიდის გოგოსთან და ეუბნება, რომ ხელმოსაწერად თბილისიდან ფეხით მინიმუმ სტამბოლამდე (მინიმუმ‼️) მოუწევთ სიარული და თან ველოსიპედით ეს ბიჭი უნდა იყოს, რადგან წელი სტკივა:))) და გოგონა ფეხით უნდა წამოვიდეს, მინიმუმ 3000 კმ-ზე, ცხადია, გოგო დაფიქრდება მაქსიმუმ 2 წთ-ს და ეტყვის, რომ მას ანუ ბიჭს უბრალოდ არ სურს “ტრიუმფი”! ჭირვეულობს, მიზეზობს და არასერიოზულ შეთავაზებას აკეთებს… თან ისე, რომ დამატებით მსხვერპლი კიდევ მან უნდა გაიღოს, რადგან ველოსიპედიც ბიჭს უნდა…
ვერაფერი გაიგეთ?!
აი ზუსტად ეს არის დღევანდელი ოპოზიციისა და ხალხის კომუნიკაცია… ოპოზიცია ამბობს, რომ ეს გრძელვადიანია და თან 2-4-6 თუ კიდევ 14 წელი არ იცის…. ანუ სტამბოლს გასცდა.
ხალხი ვერ ხედავს სურვილს და რეალურ მანძილს. შეუძლებელია ასე, ყოველგვარი “მანძილის” არ არსებობის შემთხვევაში ვინმემ რამე გარისკოს!
აი პირველ შემთხვევაში ხალხი გამოგყვება თუ მანძილს, თუნდაც მაქსიმუმს დაუსახავ და თან აჩვენებ თავგანწირვას, ანუ “ველოსიპედს” მათ დაუთმობ.
არ დაგვავიწყდეს, ბჭობენ “სტამბოლზე” და რეალურად აქვეა, ხელის გაწვდენაზე!
ჰოდა, თუ დალოდებაზე მიდგა საქმე და ვნახოთ რაც იქნება-იქნებაზე, ამასობაში ეს გოგონა ნახავს სხვას და მას გაჰყვება, ვინც “გზას” აჩვენებს:)
ჭირი იქა, ლხინი აქა.
პ.ს. ასე “თავისით მოხდებათი” თავს ნუ მოიტყუებთ ნურავინ. უკიდურესი შიშია გამეფებული!
სახლში წამოწოლილზე, მეგობარი რომ გირეკავთ “წავიდეთ” – ხომ ეკითხებით სად, როდის, რატომ, რა ხდება და თუ არაფერზე პასუხი არა აქვს, პასუხობ რომ გეზარება!
ჰოდა თუ გირეკავს და გეუბნება “ამო” 23:00 საათზე, ლუდი მაქვს, პსჟ-ბარსაა და ვუყუროთ, მაშინ გარბიხარ…
მოთარგმნეთ ახლა ესეც პოლიტიკურად და აი ზუსტად ეგაა:. არაფერი სასაცილო!











კომენტარები