• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ღვინოში ჩაფსმა მაპატიეს, სხვა რამესაც მაპატიებენო და… არ აპატიეს…” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:57 05-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის , ნიკა გვარამიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და  ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ჩაგიფსით ღვინოში“ თქვა ნიკა გვარამიამ, და გააგრძელა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში ცოტა მეტი მოუვიდა, თუ ღვინოში ჩაფსმა მაპატიეს, სხვა რამესაც მაპატიებენო და… არ აპატიეს… არ აპატიეს კანონის ფეხებზე დაკიდება! მაგრამ აგერ არ არიან მისი თანამებრძოლები?! პირდაპირ გამოგვიცხადეს, გვარამია დაიჭირეს ევროკავშირმა კარი დაგვიხურაო! რატომღაც ოპოზიციას, არასამთავროების და მედიის ნაწილს ჰგონიათ, რომ რაც მეტ ტყუილის და ტუტუცობას იტყვიან, და განსაკუთრებით „ცნობადი“ და „პოპულარული“ სუბიექტები, თან ამას რამდენიმე უცხოელიც დაემატება ხალხიც დაიჯერებს და გადაყლაპავს.

გუშინდელი დღიდან მოყოლებული ცდილობენ დაგვაჯერონ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, გამოიწვევს უდიდეს კატასტროფას საქართველოში, კერძოდ ევროკავშირის კარი ჩვენთვის საბოლოოდ დაიხურება (თუ უკვე არ დაიხურა), უდანაშაულო იყო გვარამიაო ამას ბოლომდე ვერ ამბობენ, მერე რაო, ეს რა დანაშაულიაო. ე.ი. რა გამოდის თუკი სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს ვიღაც „ცნობილის“ მიმართ ევროკავშირში არ მიგვიღებენ. ხოლო, თუ ადამიანი დამნაშავე, მაგრამ სასამართლო არ გაამტყუნებს, ევროკავშირში მიგვიღებენ? უკაცრავად ყოფილი პრეზიდენტი, „მეორე ჯორჯ ვაშინგტონი,“ „აღმოსავლეთი ვარსკვლავი,“ თვით ბელადი გვყავს ციხეში, და ევროკავშირის კითხვარს გვაძლევენ და მისი მონა მორჩილი თუ დააპატიმრეს ევროკავშირის კარს გვიხურავენ? აი, ესა დებილურ-ტუტუცური არგუმენტი, რომელიც შექმნეს მავნებლებმა.

არა და დღეს ქუჩაში ფეხით გავისეირნე და ვერც სახელმწიფო დროშები ვნახე დაშვებული და ვერც ხალხის მგლოვიარე სახეები გვარამიას დაკავება-დაპატიმრების გამო. ასე, რომ აღარ ვარდება ხალხი მსგავს სისულელეებზე, ნურც ოპოზიცია-არასამთავრობო-ოპო-მედია კოალიცია იწვალებს ბნელი სურათების დახატვას, თორემ ერთად შეკრებისა და ვიშვიშის უფლება მათთვის არავის წაურთმევიათ, არც შეშფოთება აღშფოთება ჩვენთვის უცხო. ოღონდ ევროკავშირის ფასეულობები სულ სხვაა- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა, სამართლის უზენაესობის გარეშე კი, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება“

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved