• რეკლამა
  • კონტაქტი
10:25, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ღმერთი ინებებს და სცენაზე კიდევ მომიწევს გამოსვლა, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, მე ჩემი უკვე დავასრულე… – ჯემალ ღაღანიძე 88 წლის გახდა

ალია ავტორი - ალია
17:16 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
367

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ჯემალ ღაღანიძე 88 წლის გახდა. უკვე რა ხანია სახლშია, ძირითადად წევს. სევდით ისიც კი დასცდა – მე ჩემი უკვე დავასრულეო. თუმცა თეატრში თამაშზე მაინც ფიქრობს.

ძალზედ გაახარა მილოცვამ. ტელეფონი არ გაჩერებულა და მიხარია, რომ თურმე ხალხს ვახსოვარ და ვუყვარვარო, გვითხრა. მსახიობს ტრადიციად ჰქონია, საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, თანაც პომპეზურად.

ჯემალ ღაღანიძე: – მინდოდა ხმაურიანი დაბადების დღე, მეგობრების გარემოცვაში აღნიშვნა. ამის დრო არ არის ახლა. გარეთ ასეთი ამბავია, სახლში – ავად ვარ და ამდენად, ჩემმა დაბადების დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. მე რომ მჩვევია, ისე ვერ გავატარე.

ყველა რესტორნის დირექტორი ჩემი ძმაკაცია, მაგრამ ისეთი შეზღუდვებია, ვერსად ვერაფერს გადაიხდი. აი, 90 წლის რომ გავხდები, ორ წელში, ალბათ, მაშინ მოვიქაჩლებ თავს. ვნახოთ.

მახსოვს, 50 წლის რომ გავხდი, 300 კაციანი დაბადების დღე გადავიხადე „არაგვში“. 200 კაცზე ნაკლები იუბილე არ მახსენდება.

ამჯერად კახიმ ვერ მომილოცა. მის ამბებს ყოველდღიურად მიყვება მისი ძმა, იმერი. ახლა ისეა, ტელეფონსაც ვერ პასუხობს, სმენა ძალიან დაუქვეითდა. ასე რომ ტელეფონზე დარეკვას, აზრი არ აქვს.

თეატრიც მენატრება და კინოც. “მოხუცი ჯამბაზები” მხოლოდ ჩემი მიზეზით არ გაჩერებულა. ბევრი მსახიობი გარდაიცვალა – ზინა კვერენჩხილძე, მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს კახი. თუ ღმერთი ინებებს და სცენაზე კიდევ მომიწევს გამოსვლა, ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, მე ჩემი უკვე დავასრულე…

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: კახი კავსაძეჯემალ ღაღანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved