• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ეს ომი დაიწყო, ეჭვი არავის შეეპაროს, ირანი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს ლოჯისტიკისთვის და პერსპექტივაში, ნატო–ს რაკეტების სამიზნე გავხდებით“ – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
18:03 06-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,333

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, თეირანში პრემიერ ირაკლი კობახიძის ჩასვლაზე რას იტყვით?

– ეს იყო კატასტროფა! პრემიერი იქ არ უნდა ჩასულიყო. შეეძლოთ ნებისმიერი მინისტრი ან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეგზავნათ და ამით ირანისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეგნებულად გააკეთა, ამერიკის და ევროკავშირის გასაღიზიანებლად. ამით ისრაელიც გააღიზიანეს, რომელთანაც, ჯერჯერობით, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ნახე, რა ხდება – ევროკავშირსა  და ამერიკას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს მიჩნეული „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და „თალიბანი“, კობახიძე, ჩვენი ქვეყნის პირველი პირი კი მათ გვერდში იდგა. „თალიბანი“ კიდევ სხვა პრობლემაა. 2001 წლის 11 სექტემბერი, ამერიკას „ალ–ქაიდამ“ და ბინ ლადენმა მოუწყეს. ბინ ლადენის სიკვდილის მერე, „ალ–ქაიდა“ „თალიბანის“ რიგებში შევიდა. იქ არიან ის ხალხი, ვინც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი მოაწყო, ათასობით უდანაშაულო ამერიკელი მოკლა და კობახიძე ამ ტერაქტის ორგანიზატორთა გვერდით იდგა. თან, ეს სამივე ორგანიზაცია, ამერიკას ყოველდღე ახალი ტერაქტებით ემუქრებიან.  ამას ხედავს და იმახსოვრებს ამერიკა, ამერიკელი ხალხი და ამერიკის ყველა ხელისუფლება, ვინც დღეს არის და ვინც მომავალში მოვა. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ ამერიკის შეურაცხყოფაც და გამოწვევაც. ისრაელში ეს ბოლო და სისხლიანი ტერაქტი ღაზას სექტორში, „ჰამასმა“ მოაწყო. „ჰამასის“ ტერორისტები კი ირანის სამხედრო ბაზებზე მოამზადეს ამ ტერაქტისთვის, ფულიც ირანმა დახარჯა და იარაღიც ირანული და რუსული იყო. „ჰამასის“ გარდა „ჰეზბოლა“ ბომბავს ისრაელს. „ჰამასის“  და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდითაც ხომ იდგა ჩვენი პრემიერი და ესე უკვე გამოწვევა და შეურაცხყოფა იყო ისრაელის სახელმწიფოსთთვის და დამიჯერე, ებრაელებს უფრო ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ, ვიდრე ამერიკელებს. ამერიკაც და ისრაელიც, მოვა დრო და ამას ძალიან ცუდად გაგვიხსენებენ. ბოლოს და ბოლოს, ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ ჩასულან დაკრძალვაზე. ორივემ მეორე პირები გაგზავნა. გარდა მაგისა, აქ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. ახლო მომავალში, შესაძლოა, ამერიკამ დაარტყას ირანს, შესაძლოა, ნატო–ც ჩაერთოს ამ ომში. ჩვენ ირანის პარტნიორები ვხდებით რუსეთთან და  ერთად და ამერიკას და ნატო–ს ვშორდებით. თუ ეს ომი დაიწყო, ეჭვი არავის შეეპაროს, ირანი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს ლოჯისტიკისთვის. რუსეთი უზრუნველყოფს ამას ირანისთვის. ამით კი ომში ვიქნებით ჩართულები ირანის მხარეს და ამერიკის ან ნატოს წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება ნეიტრალიტეტს გვპირდებოდა და სად არის აქ ნეიტრალიტეტი?  მერე უკვე, გამორიცხული არ არის, საქართველო დაბომბონ, რათა ირანს გაუნადგურონ ლოჯისტიკური ცენტრები. რატომ აკეთებს ეს ხელისუფლება ყველაფერს, რომ ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდეთ, ამერიკა და ევროპა დავიპირისპიროთ და პერსპექტივაში, ნატო–ს რაკეტების სამიზნე გავხდეთ? კარგი იქნება, ვინმემ ხელისუფლებიდან ამ კითხვებზე გვიპასუხოს. ამის მერე გაიძახიან. ამერიკა და ევროპა თუ ჩვენი მეგობრები არიან, არც უნდა დაგვასანქცირონ და სხვა შეზღუდვები არ უნდა დაგვიწესონო. რატომ სთხოვ მეგობრობას იმ ქვეყნებს, რომელთა მტებსაც ემეგობრები? შენც ისე მოგექცევა, როგორ მტერს.

– ხელისუფლების მომხრეები იმედოვნებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები დალაგდება და ჩვენც ორივესთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება. ამერიკის გავლენიდან გამომდინარე, ევროკავშირთანაც.

– ამათ ერთდროულად ბევრი კურდღლის დაჭერა მოუნდომებიათ და მეეჭვება, ეს შესძლონ. 31 მაისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რამდენიმე საქმეში დამნაშავედ სცნო ტრამპი და მოსამართლე განაჩენს 11 ივნისს გამოუტანს, ან გაამართლებს, ან არა. შესაძლოა, ტრამპს პატიმრობა მიუსაჯონ, შესაძლოა, პირობითი სასჯელი და დასრულდება ამით მისი პოლიტიკური კარიერა, რადგან ნასამართლევი პრეზიდენტად ამერიკელებს არც აურჩევიათ, არც აირჩევენ. აქ თუ გამართლდა ტრამპი, წინ კიდევ 3 სასამრთლო პროცესი აქვს და არჩევნებამე დადგება  მათზე განაჩენი. ტრამპი დიდ შარშია. ამ ყველაფრის გამო, „რესბუბლიკურ“ პარტიაში ისე აქვს საქმე ტრამპს, რომ დიდი ალბათობით, სასამართლოებს მოიგებს თუ წააგებს, ის აღარ იქნება ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. არც ჯო ბაიდენი უნდა იყოს „დემოკრატების“ კანდიდატი, მისი რეიტინგიც დაეცა და ტრამპისაც. სავარაუდოდ, ახალი კანდიდატები შეეჯიბრებიან საპრეზიდენტო მარათონში 5 ნოემბერს. მოდით, დავუშვათ და ტრამპი გახდა პრეზიდენტი, სად არის გარანტია, რომ რუსეთთან დაალაგებს ურთიერთობას? 4 წელი იყო ტრამპი პრეზიდენტი და რატომ არ დაალაგა? მარტო მისი გადასაწყეტი არ არის ეს დალაგება, იქ არის სენატის ორი პალატა, თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის სამსახურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და „რესპუბლიკური“ პარტია, ამათ რჩევებს უნდა მიჰყვეს. თუ პრეზიდენტი გახდა ტრამპი, 4 წელი იქნება პრეზიდენტი კიდევ და მორჩა, მესამე ვადით ვეღარ იყრის კენჭს. ამ 4 წელიწადში ძალიან მეეჭვება რუსეთთან რამე დალაგდეს, თან იმ ფონზე, რომ  კონგრესში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ საერთო ენა გამონახეს და უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 61 მილიარდი გამოუყვეს.  ტრამპის პარტია  რუსეთ–უკრაინის ომის გაგრძელების მომხრეა და მეეჭვება, პრეზიდენტის რანგში, ტრამპმა აზრი შეაცვლევინოს თანაპარტიელს კონგრესმენებს.

თეგები: ირაკლი კობახიძესოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved