• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ეს მიკადრებია, ღმერთმა ნაგვის ყუთიდან თავი არ ამოაყოფინოს ჩემს შვილებს” – ბექა ოდიშარია

ალია ავტორი - ალია
17:26 04-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
820

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა ოდიშარია:

“???????? უკრაინაში წასვლის წინ უნდა დავწერო…
ექვსი წელია პარლამენტის წევრი ვარ. დღიდან ჩემი პოლიტიკაში გამოჩენისა, ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების მისამართით მუდმივად ჟღერდება სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება (როგორც ჩანს, ეს ქართული პოლიტიკის თანმდევი სენი და უბედურებაა) .
ამ წლების განმავლობაში, რა არ დაუბრალებიათ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის შეცდომაში შეყვანილ, სულგაყიდულ ჟურნალისტებს, თუ პოლიტიკოსებად წოდებულ გათახსირებულ, ხელმოცარულ ადამიანებს. სინამდვილეში სხვის ნერვებსა და გაჭირვებაზე ,,მოპარაზიტე’’, ლეშიჭამიები რომ არიან.
ტენდერები, მშენებლობები,
ავტობუსები,
ათასი სისულელე და სიბინძურე !
ცალკე თემაა ჩემი და კახა კალაძის მეგობრობას მიბმული ფეიქ ნიუსები !
რამდენი სიბინძურე, უსინდისობა, უსამართლობა და ცილისწამება გადაუტანია კახას, მაგრამ გადატანა არც მისთვის და არც ჩემთვის და არც ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისათვის შეჩვევას და იმუნიტეტს არ ნიშნავს.
თითოეულ ასეთ ცილისწამებაზე, თითოეულ ჯერზე გულები გვისკდება ჩვენ, გულები უსკდებათ ჩვენი ოჯახის წევრებს, მშობლებს, განიცდიან შვილები.
ჩვენ ირგვლივ, სამწუხაროდ, უამრავი გაჭირვებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მრავალი მათგანი შეცდომაში შედის და გარკვეულწილად, ბოროტდება კიდეც ასეთი ინფორმაციების მოსმენისას.
სწორედ ამიტომ, უნდა ვთქვა ყველას გასაგონად, კეთილმოსურნისა და ავის მსურველის:
ახლაც, რამდენიმე დღეა, ისევ ხდება ჩემი სახელის ხელოვნური მიწებება, მართლაც რომ ნაგვის მჭამელი პოლიტიკოსების მხრიდან ტენდერზე, რომელიც გამოცხადდა თანამედროვე ტიპის ნაგვის ურნების შესაძენად, გაიმარჯვა ,,ჯითი გრუფმა’’ .
,,ჯითი გრუფში’’ 2 წლის წინ მართლაც მუშაობდა და არ ფლობდა(!) ჩემი ქვისლი, ჩემი ოჯახის წევრი ლევან გოგსაძე.
ამჯერად, საზოგადოებას და არც ზემოთ ჩამოთვლილ ჟურნალისტებს, თუ პოლიტიკოსებს არც გინებას და არც დაგინებას არ ვაკადრებ.
არც ის მინდა ვათქმევინო საზოგადოებას, რომ იმდენად გავმწარდი ამხელა კაცი, რომ წყევლა-კრულვაზე გადავედი :))))
მინდა მთელი პასუხსმგებლობით განვაცხადო, რომ არასდროს მიკადრებია, არც საკუთარი თავისთვის და არც სხვებისთვის იმგვარი რამის თქმა, რაც ტკივილს მიაყენებს ადამიანს ან მის ახლობლებს, ამიტომ, ამ დიდ მარხვაში ასე ვიტყვი:
თუ ოდესმე მე, რაიმე ტიპის გარიგებაში შევსულვარ ,,ჯითი გრუფთან’’ ჩემი ქვისლის იქ მუშაობისას ან მერე ან მანამდე,
თუ როდესმე საკუთარი თავისთვის(!) ან კახი კალაძისთვის(!) ჩვენს მეგობრობამდე ან მეგობრობისას, მიკადრებია რაიმე ტიპის უკანონო გარიგებაში შესვლა ან რაიმე ტენდერში როდესმე მიმიღია მონაწილეობა კანონიერი ან უკანონო ფორმით, ღმერთმა, როგორც ამ სიუჟეტში იყო ნათქვამი, არც თანამედროვე ტიპის ნაგვის ყუთიდან და არც ძველიდან თავი არ ამოაყოფინოს ჩემს შვილებს და მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და მორჩა!
წერტილი!
ხოლო, თუ ამ სიტყვების შემდგომ, რომელიმე ზემოთ ხსენებული ბოროტი სული , პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი კიდევ ერთხელ შეეცდება ჩემი და ჩემი ოჯახის სიბინძურეში გასვრას ამ ფორმით და რაიმე ტიპის უკანონობასთან მიწებებას, მაშინ მისთვის დედაც შემიგინებია, მამაც და ისიც მისურვებია, რაც ჩემს შვილებთან დაკავშირებით ვთქვი !!!
პ.ს.
მეტიც, არც ერთ დროს, არც ერთ ხელისუფალთან არანაირ უღირს გარიგებაში არ შევსულვარ და თუ რამე გამაჩნია, სწავლით, შრომით და მოთმინებით.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ყველას სულის სიმშვიდეს და წარმატებას გისურვებთ!”
თეგები: ბექა ოდიშარიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved