• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ეს გინდათ, მაშინ “დამლაგებელიც” “დაგვალაგებს” მალე” – გოგაშვილი ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
15:16 11-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი:

“ქვეყნის მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც არღვევს კანონს, ბუნებრივია, რომ მან პასუხი უნდა აგოს. ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ვინც არ უნდა იყოს ის. მითუმეტეს,რომ მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მაგალითია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემისა.
ეს ცალსახაა, მაგრამ
თქვე კაი ხალხო, დაპატიმრებულ პრეზიდენტს, ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანს ამ მდომარეობაში, რომ ამყოფებთ და დგამთ ცირკს, რომელიც ახლა წარმოდგენილია ჩვენს წინაშე, რასაც მთელი მსოფლიოც უყურებს(!)
ეს გსიამოვნებთ???

როგორ ახერხებთ ამას, რითი გემართებათ ეს? არ აქვს მნიშვნელობა, უცოდინრობით , უგუნურობით, დავალებით(!), თუ მის გარეშე, შეუგნებლად, შეგნებულად, მოკლედ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს.
თქვენი უტვინობით, ნელნელა საქმე მიგყავთ იქამდე, რომ ისეთ ხალხსაც კი, ვისაც ეზიზღებოდა მიშა, მასაც შეაცოდებთ.
ქართველმა ხალხმა, თუ ვინმე შეიცოდა, მსხვერპლად ჩათვალა, (ეს ხომ გენეტიკურად გვახასიათებს) მისი დაცვის მიზნით რას იზავს მაგასაც ვერ წარმოიდგენთ, ალბათ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ხანდახან მგონია რომ ტვინზე ძაფი გაქვთ მოჭერილი.
ბიჯო, გადაიყვანეთ თქვე დალოცვილებო, გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში. რა გახდა ეს გადაყვანა? სხვა თუ გადაგყავთ ესეც გადაიყვანეთ.
მდგომარეობა დღითიდღე რთულდება და დამიჯერეთ ახლა მაინც, რაც უფრო დრო გავა უარესი მოხდება.
ეს ხალხი, რომ დაინახავს მაგას უარეს მდგომარეობაში, ლასლასით მოსიარულეს, ან დაცემულს, ან საუბრის უნარწართმეულს, დაუძლურებულს და დავრდომილს, მერე გვიანი იქნება…
…მართლა ბოლომდე აურევთ ამ ქვეყანას, ღმერთმა არ ქნას სისხლი დაიღვაროს, ეს გინდათ? ….
თუ ეს გინდათ, მაშინ “დამლაგებელიც” “დაგვალაგებს” მალე.
დაისვენებთ თქვენც, “ჩაგეთვლებათ” ალბათ…

პ.ს. ჯერ რაზე გიზით და რაზე უნდა ჩაგესვათ, 9წელი გქონდათ ამისთვის და არ გაგივათ, აწი გავასამართლებთო.
ეგ ჩაკეცილია ხო? არ ვიმჩნევთ?
რეალითი შოუ- “გაართე ბრბო” in action:(
ეს სახელმწიფო არაა, ეს თოჯინების თეატრია, ოღონდ ბოროტი:( ვერ გავიზარდეთ.”

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved