• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ ევროპის ღირსები… ვინ ვინ არის, ყველამ იცის“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
22:42 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

 

– ბატონო კახა, 16 ივნისს ზურაბიშვილის დაანონსებული აქცია იმართება, 20 ივნისს ევროკავშირის მომხრეები დიდ აქციას გეგმავენ და პარალელურად იგეგმება ევროკავშირის მოწინააღდეგეთა  კონტრ-აქცია. თუ ორივე აქცია გაიმართა, როგორ ფიქრობთ, საქმე დაპირისპირებამდე მივა?

– შესაძლებელია მივიდეს, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ აქციების სათანადო დონეზე ჩატარებას. 23-24 ივნისს უნდა გადაწყდეს ჩვენი ბედი, მოგვანიჭებენ თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის  წევრი   27 ქვეყნის პრეზიდენტი. ახლა როგორია,  ამ დღეს ჩვენ აქციებითა და კონტრაქციებით, ურთიერთდაპირისპირებით შევხდეთ და შესაძლოა, ცემა-ტყეპითაც.  ჩვენ რამენაირად უნდა მივაღწიოთ, ევროპარლმენტის ამ უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, დამატებით არ გავაჩინოთ კითხვის ნიშნები, ჩვენმა დაპირისპირებებმა და ურთიერთბრალდებებმა კიდევ არ გაართულოს არსებული ვითარება. სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია ჩვენი ერთიანობის  დემონსტრირებად  უნდა ვაქციოთ, ასევე 20 ივნისს გასამართი აქციაც უნდა იქცეს ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ნების გამოხატულებად. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ყველა ერთ აზრზე იყოს, მაგრამ ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. მინიმუმ, ხელი არ უნდა შეუშალონ  განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ახლა სააბოლოოდ უნდა დავუსვათ წერტილი ჩვენი წინაპრების ბრძოლას. ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი  ჩვენი წინაპარი დაეცა და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ იდეას. ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.  ფაქტია ჩვენს თაობას, მათი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის რეალური  შესაძლებლობა მოგვეცა.   ჩვენ უნდა დავძლიოთ კრემლის რბილი ძალის წინააღმდეგობა. თუ ქართულმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია კრემლს, მის რბილ ძალას საქართველოში, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ  ევროპის ღირსები. ვინ ვინ არის, ყველამ იცის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ამ მართულ ძალებს, რომ  წაართვან ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი შანსი.

– ჩვენ თავის დროზე რომ ლუსტრაციის კანონი მიგვეღო, საბჭოთა  კავშირის კგბ-სთან ასოცირებულ პერსონებს, პარტიულ ნომენკლატურას აკრძალვოდა პოლიტიკაში ყოფნა და ხელისუფლებაში მაღალი პოსტების დაკავება, ამ დღეში ვიქნებოდით?

– კარგი იქნებოდა ლუსტრაციის კანონის მიღება. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა,  ნიღაბი ჩამოხადა  რუსეთის  სპეცსამსახურის აგენტურას საქართველოში, ესეც ფაქტია. უჯობესია, ახლა თავი დავანებოთ ყველაფერს, წუწუნს, წარსულზე საუბარს, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა პუტინისათვის მაამებლური განცხადებებით აპელირებას, პოლიტიკური და ყველა ამბიცია  დროებით გვერდზე გადავდოთ და გავერთიანდეთ, რათა მსოფლიოს   წინაშე  ღირსეულად გამოვჩნდეთ, ეჭვის ნატამალი არ დარჩეს ვინმეს, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს მომავალს უზრუნველყოფს, ეს არის ევროპისკენ მიმავალი გზა და ევროპაში ჩვენი დაფუძნება და ყველანი ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

– გეთანხმებით, რომ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ გვაქვს საამისო რესურსი? ეს პრორუსი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომლებიც რუსეთისკენ მიგვაქანებენ, არც ისე ცოტანი არიან.

-სამწუხაროდ, კრემლის დავალებების შემსრულებლები მრავლად არიან ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, საზოგადოებაში… ისინი, ცხადია, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ შეუერთდებიან და არ გაერთიანდებიან, მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და ამ პოზიციის დაფიქსირებით, მოწოდება ქართული საზოგადოებისადმი, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი და ჩვენ ამ საკითხში შეგვიძლია გაერთიანება. ვინც ამ მოწოდების, ამ ზეპარტიული იდეის წინააღმდეგ წავა,  მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ნათელი გახდება მთელი საზოგადოებისთვის. მე არც კი ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფი გაერთიანდება, მაგრამ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები  უნდა გაერთიანდნენ და დაანახონ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ევროპიკენ მიმავალი გზის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved