• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ძაღლი აგრესიულია, თავს ესხმის ვინმეს, პატრონი უნდა დაისაჯოს” – ზურაბ გურიელიძე

ალია ავტორი - ალია
13:18 06-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
412

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ქუჩის ძაღლების პრობლემასა და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს:

– ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზო­გადოების მონაცემებით, მსოფლიოში 500 მილიონი ძაღლიდან 75%-მდე მაწანწალაა. უამრავი მაწანწალა ძაღლია აზიის ქვეყნე­ბში… ევროპა, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი თავისუფალია მაწანწალა ძაღლებისგან, იმიტომ, რომ დიდი ხანია ეს პრობლემა მოაგვარეს.

– როგორ?

– ვაქცინაცია, სტერილიზაცია და ზოგიერთ შემთხვევაში, ევთანაზია. მაგრამ შეუძლებელია ეს ყველაფერი უცბად მოხერხდეს. ამდენი ძაღლის სტერილიზაციას დიდი რესურსი და დრო სჭირდება. სტერილიზებული ძაღლები ჩვეულებრივად იცოცხლებენ. ვერ გამრავლდებიან და როდესაც მოუვათ დრო, დაიღუპებიან.

მნიშვნელოვანი საკითხია მიტოვებული ძაღლებიც. ბოლო დროს ბევრი ჯიშიანი ძაღლი მხვდება ან მაწანწალა ძაღლების ჯგუფებში, ან ცალკე, დამოუკიდებლად. აშკარაა, მიტოვებულია ან გამოგდებულია, ან გამოპარული. ზოგიერთ ძაღლს უყვარს გაქცევა. ამიტომ საჭიროა მათი თვალყურის სადევნი საშუალება. უნდა იყოს ძაღლების იდენტიფიკაციის საშუალებაც.

– ყურზე სანიშნე ხომ აქვთ?

– მე ჯიშიანი ძაღლების იდენტიფიკაციას ვგულისხმობ. ყველა ძაღლი დაჩიპული­ უნდა იყოს, პატრონიანიც და უპატრონოც. სანიშნიანი ძაღლი ნიშნავს, რომ სტერილიზებული და აცრილია, მაგრამ აცრა რა ინტენსივობით უტარდებათ, არ ვიცი. საიდან შეიძლება ცოფი წამოსულიყო, ამასაც დადგენა სჭირდება… ადრე ტარდებოდა პერორალური ვაქცინაცია, მათ შორის გარეული ცხოველებისაც – კაფსულებს ხორცის ნაჭრებში დებდნენ და აგდებდნენ. დღესაც არის სხვადასხვა ღონისძიება, მაგრამ უნდა გაანალიზდეს, იყო თუ არა ეფექტური გატარებული ღონისძიებები.

ევროპელებს დიდი დრო დასჭირდათ მაწანწალა ძაღლების პრობლემის გადასა­ჭრელად. საამისოდ საჭირო იყო თავშესაფრები, განსაკუთრებით კერძო. ჩვენთანაც არის კერძო თავშესაფრები, მაგრამ თითოეული განსაზღვრულ სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს. მნიშვნელოვანია, რა ტერიტორიაზე რამდენი ცხოველი იქნება მოთავსებული, როგორ იქნებიან ერთმანეთისაგან იზოლირებული, როგორ ხდება მათი მენეჯმენტი, ვგულისხმობ ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადების მიხედვით. გარდა ამისა, რა ხდება, თუკი ძაღლი დაიღუპება.

– თავშესაფრებიც ძალიან ცოტა გვაქვს.

– ასეა. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს სადღაც მოაგროვებენ უამრავ ძაღლს (ვიცი ასეთებიც), მაგრამ მერე? ძაღლების კონცენტრაცია ხომ სხვადასხვა დაავადების გაჩენის წყაროა? სადაც დიდი კონცენტრაციაა, დაავადებები იქ გაცილებით ინტენსიურად ვრცელდება. ამიტომ ასეთი პარტიზანული, შეუსაბამო, თავშესაფარს ვერ დავარქმევ, ძაღლების კონცენტრაციის შექმნა კარგს არაფერს მოიტანს. ყველა თავშესაფარი უნდა ექვემდებარებოდეს ლიცენზირებას.

დედაქალაქის გარშემო, რაიონებშიც, ძაღლებს ხშირად ტოვებენ. ასე ჩნდება სხვადასხვა პოპულაცია. ველური ძაღლები არა მარტო ადამიანებისთვისაა პრობლემა, არამედ ველური ბუნებისთვისაც. როდესაც ტყეში ტოვებ ძაღლს, რომელიც მგლის შინაური ფორმაა, ის ადვილად უბრუნდება თავის საწყის ქცევას და შესაბამისად, დამატებითი პრობლემებიც შეიძლება გაჩნდეს.

გარდა ამისა, პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ძაღლების ჯგუფი, რომელიც რომელიღაც ტერიტორიას პირდაპირი მნიშვნელობით ატერორებს. ესეც საყურადღებოა – თუ აგრესიული არიან, მხოლოდ და მხოლოდ ევთანაზიაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცოფს, ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების შეცვლაც, დამოკიდებულება ცხოველების მიმართ უნდა შეიცვალოს. რატომ აჰყავთ ძაღლი, თუ არ სურთ მოვლა? მაგალითად, ბავშვს უნდა ძაღლი, რომ ითამაშოს მასთან. ცოტა ხანში მოჰბეზრდება და აგდებენ.­ ძაღლი სათამაშო არ არის, მას თავისი ქცევა, ხასიათი აქვს. ამიტომაც, როდესაც ცხოველი­ აჰყავთ, ჯერ კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის აჰყავთ.

ყოველი ზემოჩამოთვლილი პრობლემის მოსაგვარებლად კანონის მიღებაა საჭირო. თუ რამე არ გაამართლებს, შესაძლებელია მისი შეცვლა. შემდეგ აუცილებელია მონიტორინგი და კვლევა, ჩატარებული საქმიანობით რა შედეგი მივიღეთ, როგორ იმოქმედა ამა თუ იმ ძაღლების პოპულაციაზე, შემცირდა თუ არა… კვლევის გარეშე პასუხები არ გვექნება. მოკლედ, მაწანწალა ძაღლების შესახებ საჭიროა კანონი, გეგმა, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს კვლევაც და მონიტორინგიც. პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ ძაღლი არ გადაშენდეს.

– პატრონიან ძაღლებზეც ვისაუბროთ. აქაც არაა დალაგებული სიტუაცია. ზემოთ ცნობიერების ამაღლება ახსენეთ.

– პატრონი პასუხისმგებელი უნდა იყოს ძაღლის თითოეულ ნაბიჯზე. თუ ძაღლი აგრესიულია, თავს ესხმის ვინმეს, პატრონი უნდა დაისაჯოს. ძაღლის ყოლა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ის ძალიან დიდ ეფექტს ახდენს ჩვენს ქცევაზე. მე ორი ძაღლი მყავს სახლში, ორიც – სამსახურში მოკედლებული. ისინი არავის ერჩიან, ზოგჯერ თავად დამთვალიერებელია აგრესიული. რასაკვირველია, არის ძაღლების აგრესიის შემთხვევებიც და დადგა კიდეც ზოგიერთი ჯიშის აკრძალვის საკითხი. თუ ძაღლი აგრესიულია, საბლით და ალიკაპით უნდა ვატაროთ. რაც მთავარია, ძაღლი კარგად გაწვრთნილი უნდა იყოს. აი, ამაში გვაქვს საქმე ცუდად. ძალიან ბევრი ძაღლი სწორედ აგრესიულობის გამო აჰყავთ და სწორედ ამ მიმართულებით ზრდიან.

– ანუ აგრესიას უფრო უღვივებენ?

– რა თქმა უნდა. არსებობს წვრთნის მეთოდები, რომლებითაც გამოჰყავთ უფრო აგრესიული ძაღლები. მათ თავიანთი დანიშნულება აქვთ. მაგალითად, საზღვრის დასაცავად…

ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. აშშ-ში შინაური ცხოველების თავდასხმის შემთხვევა გაცილებით მეტია, ვიდრე გარეული ცხოველების. ამ თავდასხმებში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ძაღლი. ამ სიაში მოხვდა როტვეილერი, რომელიც უკეთილესი და უსაყვარლესი არსებაა, მაგრამ ის პატრონმა ასეთი აღზარდა. თუ ძაღლი სწორად აღიზრდება, არა აქვს მნიშვნელობა მის ჯიშს.

წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved