ყოფილი დეპუტატი, ეკა ბესელია:
“საგამოძიებო კომისიის შექმნა -ეს საპარლამენტო კონტროლის რეალური და ქმედითი მექანიზმია და ასეთი მძიმე ტრაგედიის დროს, რაც მოხდა რაჭაში თავად ხელისუფლება უნდა ემხრობოდეს და ეხმარებოდეს ამ პროცესის სანდოობას, ღიაობას.
თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ ეწინააღმდეგები ასეთი კომისიის შექმნას?
ან თავად პარლამენტის ოპოზიციამ უზრუნველყოს მობილიზება საჭირო ხმების !
ყველაფერი რაც უნდა იყოს ძლიერი კონტროლის მატარებელი- მოშლილი და გამოფიტულია …
პირველ რიგში კი -პარლამენტი, რომლის საკონტროლო ფუნქციის გაძლიერებაზე ამდენი წელი ვიშრომეთ …..
ასე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამოფიტვა და ნდობის გამოცლა როგორ შეიძლება?….”
კომენტარები