რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოდიან სტუდენტები.
აქციის მონაწილე სტუდენტი, მიმართვისას, ამბობს:
თითოეული თქვენგანი არის გმირი და ამ პროცესების შემოქმედი და ლიდერი. არ გვეშინია გაზის, არ გვეშინია წყლის ჭავლის, არ გვეშინია რეზინის ტყვიების, ერთადერთი რისიც გვეშინია, ეს არის წინაპრების სისხლით მოპოვებული თავისუფლების დაკარგვის. დავთმობთ ამ თავისუფლებას?
ჩვენ გვაშინებენ, რომ დაგვიჭერენ, მაგრამ თუ დაიჭერენ ერთს, გამოვა ათი, თუ დაიჭერენ ათს, გამოვა ასი, თუ დაიჭერენ ასს, გამოვა ათასი. ამ დღეების განმავობაში თავში მიტრიალებს ილია ჭავჭავაძის ლეგენდარული სიტყვები: – “ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია”, – ჩვენია – დაუთმობთ ვინმეს? დიდება ერთიან დამოუკიდებელ საქართველოს!
კომენტარები