• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ჩვენ ახლა გავაწბილეთ ევროპა, ამას ექნება ძალიან მაღალი სტრატეგიული ფასი – დავით ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
23:11 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე, ამბობს:

„ქვეყანაში დავასრულოთ კრიზისი, უპატრონობა და შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც ხალხის პრობლემები გადმოიწევს წინ და არა მუდმივი გაჭიანურებული კრიზისი, ამ განწყობით ვარ. საფრთხეები ძალიან დიდია, პირველი და მთავარი საფრთხე, ყველას გვესმის, რომ მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით ვერ გაიწელება და შედეგით, თუ უშედეგოდ მოლაპარაკებები გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად იყოს ბატონი დანიელსონის ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე მოლოდინში, რაც უნდა მნიშვნელოვანი და კარგი იყოს ეს შეხვედრები. ამიტომ, რაღაც წერტილში მოლაპარაკება უნდა დასრულდეს.

ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკება დასრულდეს შედეგიანად, რადგან უშედეგო მოლაპარაკებებს აქვს რამდენიმე მძიმე შედეგი. შედეგი პირველი – ქვეყანაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, ეკონომიკური,  სოციალური პრობლემები. დღეს არაფერი კეთდება, რადგან ხელისუფლება თავს აფარებს ამ მოლაპარაკებების უკან, ელოდება მოლაპარაკებების დასრულებას და არაფერს აკეთებს არც სამუშაო ადგილებისთვის, არც ეკონომიკისთვის, არც ლარისთვის. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამას წერტილი უნდა დაესვას. მეორე ძალიან მაღალი რისკი გახლავთ ის, რომ თუ ჩვენ ახლა გავაწბილეთ ევროპა და ევროკავშირი, ამას ექნება ძალიან მაღალი სტრატეგიული ფასი.

მე არ მინდა, შეხვედრაზე შესვლის წინ გავაკეთო რაიმე ტიპის განცხადება, რომელიც გაავლებს გამყოფ ხაზებს და საზოგადოებას შეუქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენი მხრიდან კარის დახურვა ხდება, არაფერზე კარის დახურვა არ ხდება და ვიმეორებ, მოსული ვარ, რადგან თუ არის თუნდაც ერთპროცენტიანი შანსი, ეს შანსი გამოვიყენოთ, მაგრამ ის, რაც დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან იყო ცალსახად ცუდი, ცალსახად არასახელმწიფოებრივი და ცალსახად ხიფათის შემქნელი ამ მოლაპარაკებებისთვის. ამ ფონზე გვიწევს დღევანდელი შეხვედრა, ამიტომ ჩემი განწობა ამ შეხვედრის წინ არის ბევრად უფრო პესიმისტური, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ“

თეგები: დავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved