ტრენდული

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და” – გა­ნახ­ლებული შე­ტე­ვე­ბი და კობახიძის დაჯგუფების სარგებელი – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„ჩემთვის არ არის სულ ერთი ივანიშვილის ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი, ამიტომაც შევთავაზე გამოსავალი, რომ გადარჩეს“ – გია ხუხაშვილი

ავტორი - ალია
16:38 06-26-2022
0

თამო კეშელავა „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ "კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა" - ევ­რო­კავ­შირ­ში...

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

21:42 06-24-2022
“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

21:20 06-24-2022
“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

18:27 06-24-2022
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – სია

00:04 06-24-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, ორშაბათი, 27 ივნისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ჩემი ძმა 24 საათში არ იქნება განთავისუფლებული…” – რატომ დააკავეს ერმილე ნემსაძე და რას აანონსებს დავით ნემსაძე?

ალია ავტორი - ალია
21:39 08-12-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ლევან ჯავახიშვილი, ალია

დღეს პოლიციამ, წყლტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში, დააკავა 2008  წლის ომის ვეტარანი, ერმილე ნემსაძე. იგი მეგობრებთან ერთად ბათუმში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა. ჯერ უცნობია, თუ რა მიზეზით გააჩერა ავტომობილი პოლიციამ. თუმცა, არსებობს ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ,  ერმილე ნემსაძის თანხლებმა პირმა გადაიღო მობილური ტელეფინით. ვიდეოში ჩანს, რომ ერმილე ნემსაძე და სხვები აპროტესტებენ მის დაკავებას და არაკანონიერად მიიჩნევენ. პატრულ ინსპიქტორი კი ნემსაძეს განუმარტავს, რომ ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა 173 მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას  გულისხმობს.

ერმილე ნამსაძე, სავარაუდოდ, დაკავებულია საკუთარი ძმის, დავით ნემსაძის აქტიურობის გამო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს  თადარიგის იფიცერია. შიარაღებულ ძალებში ყოფნის დროს და მისი დატოვების შემდეგაც, თავდაცვის სამინისტროს  მაღალჩიოსნევს ამხელდა კორუფციაში, ნეპოტიზმში, ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში, საბრძოლო მასალების უკანონო გაყიდვასა და სხვა უკანონო ქმედებებში. დავით ნემსაძე ასევე ასახელებდა იმ პირებს, რომლებიც უკანონო საქმოანობის ჩაფარცხვაში ეხმარებოდნენ მათ. ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც  დავით ნემსაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშლი,მისი იმჟამინდელი მოადგილე ანა დოლიძე და უამრავი მაღალჩინოსანი გადაიკიდა, ეს იყო „ბავშვთა წამების საქმე“. 2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე შემზარავი ამბავი მოხდა ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ – მათ ბავშვები აწამეს, სამი ბავში!

ეს ფაქტი პირველმა  ოფიცერმა დავით ნემსაძემ გაახმაურა „ალიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც იმ პერიოდში აღნიშნულ ბაზაზე მსახურობდა. დავით ნემსაძეს არაერთხელ უთქვამს „ალიასთვის“, რომ მის ჩაფარცხვას თინა  ხიდაშელთან და ერთად ანა დოლიძე და გენშტაბის მაშინდელი  უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ცდილობდნენ.  ვახტანგ კაპანაძე იმიტომ ირჯებოდა, რომ ამ ბაზის მეთაური, ილია ლუტიძე მისი ნათესავია. ეს დანაშული აღკვეთა ბაზის თანამშრომელმა, ოფიცერმა ლევან კობაიძემ. კობაიძე იყო ერთადერთი მოწმე ამ დანაშულისა.  

დავით ნემსაძეს არაერთხელ უთქვამს „ალიასთვის“, რომ მის ჩაფარცხვას თინა  ხიდაშელთან და ერთად, მისი იმჟამინდელი მოადგილე, ანა დოლიძე და გენშტაბის მაშინდელი  უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ცდილობდნენ.  ვახტანგ კაპანაძე იმიტომ ირჯებოდა, რომ ამ ბაზის მეთაური, ილია ლუტიძე მისი ნათესავია. აღნიშნული ფაქტი გამოიძის თავდაცვის სამიბნისტროს გენისპექციამ, მაგრამ დანაშული ნიშნები ვერ ნახა, საქმეს დღემდე იძიებს პროკურატურა, მაგრამ როგორ იძიებს, ვხედავთ–6 წელი გავიდა და არავინ დასჯილა. რამდენიმე დღის წინ,  კაპიტანმა ლევან კობაიძემ, სამსახრიდან წასვლის შესახებ  პატაკი დაუწერა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, სადაც დაწვრილებით არის ჩამოთვლილი ის მიზეზები, რის გამოც, ის შეიარაღებული ძალებიდან მიდის. ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად ის ასახელებს „ბავშთა წამების საქმეს“. კერძოდ, ამ საქმის გამოუძიებლობასა და დამნაშვეთა დაუსჯელობას. ლევან გაბაიძე კი ემიგრაციაში  წავიდა და ამჟამად ევროპაშია. რასაც დავით ნემსაძე და „ალია“ 6 წელი დღენიადაგ ამბობდნენ,  მოწმე გაბაიძემ ოფიციალურად დაადასტურა. მიუხედავას უდიდესი  ზეწოლისა, მან გაბედა და მინისტრს პატაკში ჩაუწერა ის,  რის შესახებაც 2016  წელს პროკურატურისთვის ჩვენება ჰქონდა მიცემული. ეს პატაკი საიტმა alia.ge-მ გამოაქვეყნა სრულად, 11 აგვისტოს.  მოკლედ, ვითარება ასეთია. დღეს დავით ნემსაძე და ლევან გაბაიძე ემიგრაციაშია არიან. მათ ხელთ აქვთ ბავშთა წამების დამადასტირებელი მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი, ნემსაძემ უკვე გადასცა ბავშვთა უფლებების დაცვის ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნაწილსაც გადასცემენ  ის და კობაიძე ერთად. ასევე, თავისთავად, კობაიძე მისცემს ჩვენებას  ყველას, ვისაც ამ ფაქტზე სიმართლე დააინტერესებს. ცხადია, ევროპა არ გაჩუმდება და ჩვენს ხელისუფლებას მოსთხოვს ამ საქმის გამოძიებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ   უამრავ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს მოუწევს  სისხლის სამართლის წესით პასუხისგება დანაშულის ჩაფარცხვის გამო და დამნაშავეებს თავისთავად. საქმე როდესაც  ბავშვთა წამებას ეხება, იქ ევროპელებს ფეხებზე ჰკიდიათ პოლიტიკური თანამოაზრენი, პოლიტიკური–სიმპათია  და ანტიპათია. პირიქით, იმ პოლიტიკურ  თანამოაზრეთა დასჯას უფრო კატეგორიულად მოითხოვენ, რომლებიც ატყუებნენ მათ. პოლიტიკოსები ეგონათ და ჩეულებრივი კრიმინალები აღმოჩნდნენ–ბავშვთა წამების ხელის დამფარებლები.

საცნაურია, რომ ერმელე ნემსაძე დააკავეს ლევან კობაიძის ემიგრაციაში წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალია-გე-ზე მისი მინისტრისადმი პატაკის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე და ასევე, დავით ნემსაძის „ფეიუსბუკში“ ბავშვთა  წამების ფაქტზე დადებული პოსტის დღეს. ცხადია, ეს ყველაფერი დამთხვევა არ არის.  ეს ყველაფერი ერთად, იყო შეტევა იმ ხალხზე, ვინც ბავშვთა წამების საქმე დღემდე ჩაფარცხა და დღეის იქით, ამას ვეღარ მოახერხებს. სრული საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ერმილე ნემსაძე დააკავეს  საკუთარ ძმაზე ზემოქმედების გამო, მისი და ლევან კობაიძის გასაჩუმებლად, რომ ისინი ბოლომდე არ  მიჰყვნენ ამ საქმეს და არ ჩაძირონ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ასევე, წინა მოწვევის პარლამენტის   თავდაცვისა და უსაფრთხოების  კომიტეტის თითქმის მთელი შემადგებლობა. კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმს დეტალურად იცოდა ამ საქმის შესახებ და იცოდნენ კომიტეტის სხვა წევრებმაც. ამ სტატიის წერის პროცესში ვიყავი, რომ ლევან კობაიძემ სოციალურ ქსელში გაავცელა ვიდეო, სადაც ადასტურებს ბავშვთა წამების ფაქტს.  ეს მოკლე ვიდეო ერმილე ნენსაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. ვრცლად ან საკითხზე ლევან კობაიძე, ახლო მომავალში აპირებს ლაპარაკს. 

ერლიმე ნემსაძის დაკავების შემდეგ, მისმა ძმამ, დავით ნამსაძემ სიციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა: ჩემი ძმა ქოცების პოლიტიკური პოლიციის მიერ დაკავებულია ჩემს გამო, მე ვიმყოფები საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარში (ხელისუფლების მიერ ჩემზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის მიზეზით).

ერმილე ნემსაძის დაკავება მოხდა მის შემდეგ რაც არმიის ოფიცერმა ლევან კობაიძემ სკანდალური პატაკით დატოვა არმია სადაც როგორც თვითმხილველმა დაადასტურა ,,ბავშვების წამების ფაქტი” კორუფცია და ნეპოტიზმი. საჯარო გახდა ყველაფერი ის რასაც მე ამ ხნის განმავლობაში ვამხელდი. ჩემი ოჯახის წევრის უმოტივაციოდ დაკავება არის ჩემი პირდაპირი რეპრესის გაგრძელება.

თუ ერმილე ნემსაძე 24 საათში არ იქნება განთავისუფლებული საქართველოს საელჩოს წინ პარიზში დავაანონსებ ქართველ ემიგრანტთა პოლიტიკურ აქციას საქართველოს მოღალატე რეპრესიული ხელისუფლების წინააღმდეგ“–აცხადებს დავით ნემსაძე.

„ამიტომ ვტოვებ თავდაცვის ძალებს და ემიგრაციაში მივდივარ!“ – სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ქილერთან” ხელმოწერილი კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია” – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

17:52 06-26-2022
“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?
ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

16:55 06-25-2022
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ

23:33 06-24-2022
“საგანგაშოდ მივიჩნევთ… გწერთ, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება… მთავრობის პასუხისმგებლობა…” – 25 საელჩოს წერილი პრემიერს და 3 მინისტრს
ახალი ამბები

რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს?

20:54 06-24-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი  ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს

11:40 06-27-2022
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

17:33 06-23-2022
“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა
ახალი ამბები

“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა

17:24 06-22-2022
გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო
ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

15:23 06-22-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved