• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ბრძოლას არ აპირებთ, მაშინ ელაპარაკეთ… ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ შეტენით, აიღეთ პასუხისმგებლობა” – ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას

ალია ავტორი - ალია
13:56 01-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,270

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, თქვა:

გამბედაობა თუ არ ყოფნის ვინმეს გარეთ, მე ტყვეობაში მყოფმა მინდა ვთქვა: ქედს ვიხრი იმ 500-1000 ადამიანის წინაშე, ვინც ყოველდღე აპროტესტებს. ამის იქით დღეს, საქართველოში არანაირი წინააღმდეგობა და პროტესტი არ არსებობს. ვწუხვარ ამაზე. ამაზე გახსენით დისკუსია. იმ კანონებმა იმუშავა, ხალხი შეშინებულია. მხოლოდ 1000 ადამიანზეა ჩამოკიდებული დანარჩენი.

ამ დროისთვის რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს. ბრძოლა წაგებულია, ომი არა! ბუქსაობა მიდის, რომ რაღაც ერთიანობაა [ოპოზიციაში]. ერთიანები ხართ, პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხში, მაგრამ თუ ამბობთ, რომ ეს თემა ამოწურულია, ამის მერე რა ხდება, პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ, ხელები გადაგვიგრიხეს, ეს ბრძოლაც მოგვიგეს. ეს არის სიმართლე.

ამ პოლიტპატიმრებს ნუ გამოუგდებთ ამ პასუხისმგებლობას. რომელი ღირსეული ადამიანი ამბობს, რომ შეწყალება მინდა? შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ხალხი თავისუფალი იყოს.

არის ორი გზა – ერთი მძევალი როცაა აყვანილი, გადადიხარ შეტევაზე და გამოხსნი და მეორე – ეს არის მოლაპარაკება, საუბარი და დიალოგი. ზოგს ამისიც ეშინია გარეთ, ბრძოლა ხომ არ გამოსდით.

მეგობრებო, თუ ამბობთ, რომ ხელს არ ჩამოართმევთ, რომ არის რეჟიმი… მრცხვენია, რომ დღეს საქართველოში 1000 ადამიანი იბრძვის გმირულად. ესე არ გამოვა, ტყუილში, სიცრუეში ნუ ცხოვრობთ.

მეორე გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს. აიღეთ თავზე. გარეთ რომ ვიყო, ამ მძევლების გამო ყველა ტალახს მივიღებდი საკუთარ თავზე. არავის ვსაყვედურობ, მესმის ძმებო და დებო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ტროტუარის გამო გვიჭერენ. ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ შეტენით. აიღეთ პასუხისმგებლობა.

დებატებს რომ სთავაზობენ, დაუჯექით თუ პატიმრებს გამოუშვებენ, დაელაპარაკეთ.

მესამე გამოსავალი მოიფიქრა ხალხმა, რომ მოდი, რაღაცა მოხდება თავისით. თავისით არაფერი მოხდება. ეს ხალხი ზვარაკად უნდა იყოს შეწირული? ახლა როგორც მიდის, არანაირი ნიშანწყალი არაა იმის, რომ სადმე რამე წინააღმდეგობაა, ტყუილია.

მე მინდა ამათთან ლაპარაკი? რაც მინდოდა, იმაზე ვლაპარაკობდი და იმის გამო ვარ აქ. გეყოთ გამბედაობა, შენიშვნად არ მიიღოთ ან ვინმესთვის ხელის გაწვდენად.

1000 კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ ბრძოლას არ აპირებთ, არ გამოდის, მაშინ ელაპარაკეთ, იქნებ გამოვძვრეთ. იქნებ მოხერხდეს სწორი კომუნიკაცია. მე ჩემს აზრს დავაფიქსირებ – სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved