• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ასეთი რისკი არსებობდა, რატომ არ იყო ჩართული ალტერნატიული ან სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემა?” – კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:15 08-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,781

ქართული ოცნების გუნდის ყოფილი მაღალჩინოსანი, კახა კახიშვილი,

პირველი ორი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ თემაზე კითხვების დასმა არ ღირდა. სამწუხაროდ, გუშინ უკვე მესამედ თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს დასმული კითხვები სწორი იყო თუ არა?

დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა არსებობს. ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები და უკვე მესამედ დაუშვეს ასეთი მასშტაბის ავარია, ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას. უკვე მესამედ საერთაშორისო მედია მთელ მსოფლიოს აჩვენებს ჩაბნელებულ საქართველოს, გაჩერებულ მატარებლებს, მეტროდან ფეხით გამოსულ მგზავრებს, პარალიზებულ მოძრაობას და შეფერხებებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, გამორთული შუქნიშნების გამო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუშინდელ განმარტებას, მან კითხვებზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. თუ მართლაც ენერგოსისტემაში ტესტირება ან ტექნიკური ექსპერიმენტი ტარდებოდა, როგორ შეიძლებოდა ამის შედეგად თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო? თუ ასეთი რისკი არსებობდა, რატომ არ იყო ჩართული ალტერნატიული ან სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემა? ხოლო თუ ასეთი სარეზერვო სისტემა საერთოდ არ არსებობს, ეს უკვე კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ და განმარტებები მხოლოდ ფაქტის შემდეგ გაკეთდა?

ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს ამომწურავი, პროფესიონალური და დამაჯერებელი პასუხები.
საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რას დაადგენს სრულყოფილი გამოძიება და რა დასკვნები გაკეთდა.

“შესწავლის მიზნით” – რას წერს სსე-ი ელექტროენერგიის გათიშვაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved